დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ირაკლი კობახიძე - შეწყალების დისკრეცია არ მოიცავს იმის უფლებას, რომ პრეზიდენტი გაურიგდეს კონკრეტულ დამნაშავეებს და ამ გარიგების საფუძველზე შეიწყალოს ისინი
ავტორი:
2018/იანვარი/08 20:30:08
../photo/2015_02/0-00-1AAAOCT/kobaxidze.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/472203-irakli-kobakhidze-shetsyalebis-diskrecia-ar-moicavs-imis-uflebas-rom-prezidenti-gaurigdes-konkretul-damnashaveebs-da-am-garigebis-safudzvelze-sheitsyalos-isini.html", "headline": "ირაკლი კობახიძე - შეწყალების დისკრეცია არ მოიცავს იმის უფლებას, რომ პრეზიდენტი გაურიგდეს კონკრეტულ დ...", "datePublished": "2018-01-08 16:18:29", "dateModified": "2018-01-08 16:18:29", "description": "შეწყალების დისკრეცია არ მოიცავს იმის უფლებას, რომ პრეზიდენტი გაურიგდეს კონკრეტულ დამნაშავეებს და ამ ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAOCT/kobaxidze.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } შეწყალების დისკრეცია არ მოიცავს იმის უფლებას, რომ პრეზიდენტი გაურიგდეს კონკრეტულ დამნაშავეებს და ამ გარიგების საფუძველზე შეიწყალოს ისინი, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის შეფასებისას განაცხადა.

როგროც კობახიძემ აღნიშნა, არავის აქვს იმის უფლება, რომ ბოროტად გამოიყენოს თავისი უფლებამოსილებები.

„ყველა კონსტიტუციურ ორგანოს ენიჭება შესაბამისი უფლებამოსილებები, კონსტიტუციით და კანონმდებლობით. ყველა ორგანო მოქმედებს თავისი უფლებამოსილებებიდან გამომდინარე, თუმცა, არავის აქვს იმის უფლება, რომ ბოროტად გამოიყენოს თავისი უფლებამოსილებები. რაც შეეხება შეწყალებას: შეწყალების დროს ნებისმიერ პრეზიდენტს აქვს ძალიან ფართო დისკრეცია, თუმცა ეს დისკრეცია, არ არის შეუზღუდავი და არ მოიცავს იმის უფლებას, რომ პრეზიდენტი გაურიგდეს კონკრეტულ დამნაშავეებს და ამ გარიგების საფუძველზე შეიწყალოს ისინი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, სასამართლომ სანდრო გირგვლიანის საქმეზე დამნაშავედ სცნო და სამი წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. პროკურატურა მიხეილ სააკაშვილს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებოდა. გამოძიების თანახმად, მიხეილ სააკაშვილმა კუდ-ის იმჟამინდელ ხელმძღვანელს დათა ახალაიას სანდრო გირგვლიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებულების შეწყალების უკანონო დაპირება მისცა და შემდეგ უკვე შეწყალების კომისიის გვერდის ავლით გერონტი ალანია, მიხეილ ბიბილურიძე, ავთანდილ აფციაური და ალექსანდრე ღაჭავა შეიწყალა, რითაც შექმნა სამართლებრივი ბერკეტი, მსჯავრდებულების პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლებისთვის.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 637
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია