დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
კონსტანტინე ქავთარაძე მონრეალში ICAO-ს საბჭოს პრეზიდენტს და გენერალურ მდივანს შეხვდა
ავტორი:
2017/სექტემბერი/01 11:00:02
{ "context": "http://schema.org", "type": "Article", "author": "Maka Chaganava", "datePublished": "2017-09-01 07:05:00", "headline" : "კონსტანტინე ქავთარაძე მონრეალში ICAO-ს საბჭოს პრეზიდენტს და გენერალურ მდივანს შეხვდა", "image" : "//photo.interpressnews.ge/img/image27/ad46a8d079130fd58c3eb0459e5bd46c.jpg", "publisher" : "IPN" , "interactionCount": [ "UserTweets:0", "UserComments:0" ], "name": "კონსტანტინე ქავთარაძე მონრეალში ICAO-ს საბჭოს პრეზიდენტს და გენერალურ მდივანს შეხვდა" } საქართველოს ელჩი კანადაში და მუდმივი წარმომადგენელი საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციაში (ICAO) კონსტანტინე ქავთარაძე მონრეალს ეწვია, სადაც შეხვედრები გამართა ICAO-ს საბჭოს პრეზიდენტთან ოლუმუივა ბენარდ ალიუსთან და გენერალურ მდივანთან ფანგ ლიუსთან.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ელჩმა შეხვედრებზე მიმოიხილა საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული რეფორმები და ყურადღება გაამახვილა საავიაციო სფეროზე. როგორც კონსტანტინე ქავთარაძემ აღნიშნა, ამ სფეროში რეფორმები მოიცავს, როგორც შესაბამისი ინფრასტრუქტურის სწრაფ განვითარებას, ასევე, აეროპორტების, საფრენი აპარატების, მგზავრთა გადაყვანისა და ტვირთების გადაზიდვის უსაფრთხოების მდგრადი სისტემის შექმნას.

მისივე თქმით, საქართველო ყალიბდება ეკონომიკურ, ფინანსურ, ენერგეტიკულ და სატრანსპორტო ჰაბად რეგიონში, მათ შორის, საჰაერო გადაზიდვების და მომსახურების სფეროში.

”შეხვედრებზე მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ საქართველოს საავიაციო ბაზარზე იზრდება უცხოური ავიაკომპანიების რიცხვი, რომელთაც იზიდავს ლიბერალური, გამარტივებული რეგულაციები და არაკორუმპირებული გარემო. ICAO-ს ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე ასევე განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული უკანონო ფრენები, რაც არა მარტო არღვევს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, არამედ, დიდ საფრთხეს წარმოადგენს საავიაციო უსაფრთხოების კუთხითაც”,-ნათქვამიას საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციაში ხაზი გაუსვა მიმდინარე წლის მაისში ICAO-ს პრეზიდენტის თბილისში განხორციელებულ ვიზიტის მნიშვნელობას და გენერალური მდივანი საქართველოში მიიწვია.

თავის მხრივ, ორგანიზაციის საბჭოს პრეზიდენტი ოლუმუივა ბენარდ ალიუ მიესალმა ICAO-ში წარმომადგენლად კონსტანტინე ქავთარაძის დანიშვნას. მან კმაყოფილება გამოხატა იმ პროგრესთან დაკავშირებით, რასაც საქართველომ მიაღწია საავიაციო უსაფრთხოების სისტემის სრულყოფის კუთხით. იგი მიესალმა საქართველოს მთავრობის ძალისხმევას, რომელიც მიმართულია საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ორგანიზაციული და ფინანსური გაძლიერებისკენ.

ICAO-ს გენერალურმა მდივანმა ფანგ ლიუმ განაცხადა, რომ იგი მზად არის აქტიურად ითანამშრომლოს ელჩთან საქართველოსთვის მნიშვნელოვან საკითხებზე. მან ასევე გამოთქვა ინტერესი ეწვიოს საქართველოს.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 710
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია