დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
რომან გოცირიძე - მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გამოტანილი განაჩენი არის სამარცხვინო ლაქა
ავტორი:
2018/იანვარი/05 11:30:02
../photo/2015_02/0-00-1AMART-2017/roman-gociridze.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/471827-roman-gociridze-mikheil-saakashvilthan-dakavshirebith-gamotanili-ganacheni-aris-samarckhvino-laqa.html", "headline": "რომან გოცირიძე - მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გამოტანილი განაჩენი არის სამარცხვინო ლაქა", "datePublished": "2018-01-05 07:35:27", "dateModified": "2018-01-05 07:35:27", "description": "ეს არის მეორე ისტორიული სამარცხვინო ლაქა და ასევე, კიდევ ერთი ურთმელიძე გაჩნდა საქართველოში ამ უნამუ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AMART-2017/roman-gociridze.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ეს არის მეორე ისტორიული სამარცხვინო ლაქა და ასევე, კიდევ ერთი ურთმელიძე გაჩნდა საქართველოში ამ უნამუსო მოსამართლის სახით, - ასე გამოეხმაურა ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, რომან გოცირიძე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განაჩენს, რომელის სასამართლომ დღეს მიიღო.

როგოც გოცირიძემ აღნიშნა, დაახლოებით ბოლო ერთი წლის განმავლობაში „საქართველო შევიდა სამარცხვინო პრეცედენტების ისტორიაში“.

"პირველი ეს იყო "რუსთავი 2"-ის საქმე, როდესაც 11-მა უნამუსო მოსამართლემ უზენაეს სასამართლოში გამოიტანა გადაწყვეტილება და შემდეგ პირველი ისტორიული პრეცედენტი იყო სტრასბურგის პრეცედენტი. მეორე ისტორიული პრეცედენტი ხდება ის, რომ მსოფლიოში არ მომხდარა არც ერთი ფაქტი, რომ პრეზიდენტისთვის მიესაჯოთ სასჯელი მისი კონსტიტუციური უფლების გამოყენებისთვის, რომელსაც ჰქვია შეწყალების უფლება. მეორე ისტორიული სამარცხვინო ლაქა და ასევე კიდევ ერთი ურთმელიძე გაჩნდა საქართველოში ამ უნამუსო მოსამართლის სახით. პირდაპირ არის ეს იმის მაჩვენებელი, რომ საქართველოში დამოუკიდებელი სასამართლო არ არსებობს. დაწყებული საკონსტიტუციო სასამართლოში ჩასმით თავისი დაქალებისა და დეპუტატების, თუ მოსამართლედ ქცეული პოლიტიკოსების დამთავრებული ყველა დონის სასამართლოებით, იუსტიციის საბჭოს ჩათვლით - ეს არის ერთი პარტიის მორჩილებაში მყოფი სტრუქტურა, რომელიც საქართველოს არ მოუტანს არავითარ სიკეთეს. ეს იყო სამარცხვინო ფაქტი, ბუნებრივია, მას ექნება როგორც საერთაშორისო, ასევე, მათ შორის, პოლიტიკური რეაგირება", - განაცხადა გოცირიძემ.




წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 651
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია