დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიორგი მარგველაშვილი - ევროკავშირის მისიამ საქართველოს სტაბილურობის საქმეში ძალიან დიდი როლი შეასრულა
ავტორი:
2013/ნოემბერი/29 12:00:02
ევროკავშირის მისიამ ძალიან დიდი როლი შეასრულა საქართველოს სტაბილურობის საქმეში, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს ასოცირების ხელშეკრულების ვილნიუსში პარაფირების საზეიმო ცერემონიალზე განაცხდა.
პრეზიდენტმა მიულოცა საქართველოს და ევროკავშირს ხელშეკრულების ხელმოწერა.
"ხელშეკრულება აფუძნებს საქართველოს ევროკავშირის კრიზისის მართვის ოპერაციებში მონაწილეობის ჩართვას. მიგვაჩნია, რომ საქართველო ევროკავშირთან ერთად ძალიან მნიშვნლევანი მონაწილეა მსოფლიოში კრიზისის მართვის საკითხებში. ევროკავშირის მისიამ ძალიან დიდი როლი შეასრულა საქართველოს სტაბილურობის საქმეში, ამიტომ ჩვენ მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ქვეყნის მშენებლობის პროცესში და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში ევროკავშირთან ერთად მონაწილეობა. საქართველომ გაიღრმავა თავისი გამოცდილება 95 წლიდან მისიებთან თანამშრომლბის გზით და ჩვენ მიგვაჩნია, რომ ევროკავშირის მისიებსა და ოპერაციებში მონაწილეობა საქართველოს დამატებით ღირებულებას შესძენს", -აღნიშნა მარგველაშვილმა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1187
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია