დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ირაკლი კობახიძე - პარლამენტის მიზანი იყო, განხორციელებულიყო საკონსტიტუციო რეფორმა, პრეზიდენტის მიზანი იყო, რომ არ შემდგარიყო ეს რეფორმა
ავტორი:
2017/დეკემბერი/24 10:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAGSEQT/kobaxidze_d3648.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/470344-irakli-kobakhidze-parlamentis-mizani-iyo-gankhorcielebuliyo-sakonstitucio-reforma-prezidentis-mizani-iyo-rom-ar-shemdgariyo-es-reforma.html", "headline": "ირაკლი კობახიძე - პარლამენტის მიზანი იყო, განხორციელებულიყო საკონსტიტუციო რეფორმა, პრეზიდენტის მიზან...", "datePublished": "2017-12-24 06:19:46", "dateModified": "2017-12-24 06:19:46", "description": "პარლამენტის მიზანი იყო, რომ საკონსტიტუციო რეფორმა განხორციელებულიყო, პრეზიდენტის მიზანი იყო, რომ არ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAGSEQT/kobaxidze_d3648.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } პარლამენტის მიზანი იყო, რომ საკონსტიტუციო რეფორმა განხორციელებულიყო, პრეზიდენტის მიზანი იყო, რომ არ შემდგარიყო ეს რეფორმა, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით პარლამენტისა და პრეზიდენტის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, პრეზიდენტისა და პარლამენტის პოზიციებს შორის კონცეპტუალური განსხვავება იყო.
„პარლამენტის მიზანი იყო, რომ განხორციელებულიყო საკონსტიტუციო რეფორმა, პრეზიდენტის მიზანი იყო, რომ არ შემდგარიყო საკონსტიტუციო რეფორმა. ამ კონცეპტუალურმა განსხვავებამ პოზიციებში განაპირობა ის ერთგვარი დაპირისპირება, რომელიც წარმოიქმნა პრეზიდენტსა და პარლამენტს, პრეზიდენტსა და სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას შორის. რაც შეეხება სამომავლო განვითარებას, ჩვენ გვაქვს ჩვენი პოზიტიური დღის წესრიგი, ჩვენ ვმოქმედებთ ჩვენი დღის წესრიგის შესაბამისად. ჩვენ წარვსდექით 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში ამომარჩევლის წინაშე ძალიან კონკრეტული პროგრამით და ჩვენი - პარლამენტის მთავარი ამოცანაა ამ პროგრამის განხორციელების უზრუნველყოფა ჩვენი კომპეტენციების საფუძველზე. თუ პრეზიდენტს თავისი კომპეტენციის ფარგლებში ექნება ამ ყველაფერში პოზიტიური წვლილის შეტანის სურვილი, ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისთვის“, - განაცხადა კობახიძემ.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 619
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია