დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სოსო ცისკარიშვილი - მინდა ვუსურვო პრეზიდენტს, რომ მისთვის მაინც არ გამოვმდგარიყავით თარსები
ავტორი:
2014/აპრილი/15 14:00:02
მინდა ვუსურვო პრეზიდენტს, რომ მისთვის მაინც არ გამოვმდგარიყავით თარსები და დიდხანს ყოფილიყოს ამ თანამდებობაზე, - ამის შესახებ ექსპერტთა კლუბის წევრმა, სოსო ცისკარიშვილმა ჟურნალისტებს უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის ფარგლებში ექსპერტების პრეზიდენტთან შეხვედრამდე განუცხადა.
"მიკვირს, რომ აქ ვხვდებით ერთმანეთს, რადგან ეს ჩემთვის დებიუტია. დებიუტია თავად პრეზიდენტისთვისაც, ასევე მნიშვნელოვანია განსხვავებული აზრის მქონე ესპერტებთან შეხვედრა. ეს პრაქტიკა ბიძინა ივანიშვილმა დაამკვიდრა, თუმცა რომ გითხრათ, რომ ბოლო კეთილი იყო, ვერ დავიტრაბახებ, ამიტომ, მინდა ვუსურვო პრეზიდენტს, რომ მისთვის მაინც თარსები არ გამოვმდგარიყავით და დიდხანს ყოფილიყოს ამ თანამდებობაზე", - განაცხადა ცისკარიშვილმა.
მისივე თქმით, ის პრეზიდენტს უსურვებს კონსტიტუციური ნორმა 100%-ით აეთვისებინოს, რადგან ეს მისმა სამმა წინამორბედმა ვერ შეძლო.
"ამ შეხვედრაზე, რა თქმა უნდა, სასიამოვნო თემები არ იქნება განხილული, რადგან ჩვენს ქვეყანას იმდენი შინაური, თუ გარეული გამოწვევა აქვს, 24-საათიან რეჟიმში მოგვიწევს მუშაობა. ჩვენ ვეცდებით, შეხედულებებში გარკვეული განსხვავებების მიუხედავად, ვიყოთ მოქალაქეები ჩვენი ქვეყნის და დიდი ალბათობით ყველანი შევთანხმდებით იმ პერსპექტივის შეფასებისას, რომელიც სასიკეთო იქნება ქვეყნისათვის. ცხადია, ჩვენ უნდა ვიყოთ მიყურადებული იმ საფრთხეების მიმართ, რომელიც ზედაპირზე დევს", - განაცხადა სოსო ცისკარიშვილმა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1054
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია