დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ლევან დავითაშვილი სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის 60 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო
ავტორი:
2017/დეკემბერი/12 16:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAADEC/sofeli1.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/468221-levan-davithashvili-soflis-meurneobis-mecnierebatha-akademiis-60-tslisthavisadmi-midzghvnil-ghonisdziebas-daestsro.html", "headline": "ლევან დავითაშვილი სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის 60 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაე...", "datePublished": "2017-12-12 12:31:54", "dateModified": "2017-12-12 12:31:54", "description": "საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის დაარსებიდან 60 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიე...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAADEC/sofeli1.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის დაარსებიდან 60 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა გახსნა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს.

მინისტრმა ქართველ მეცნიერებს საიუბილეო თარიღი მიულოცა და აგრარული დარგის განვითარებაში მათი ღვაწლის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„აგრარულ მეცნიერებას აქვს ხანგრძლივი ისტორია. სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია წარმოადგენს სახელმწიფოს მრჩეველს, რომელიც აგრარულ დარგში სწორი პოლიტიკის წარმართვაში მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა. ქართველი მეცნიერების ღვაწლი და გამოცდილება ფასდაუდებელია. სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიას შორის მჭიდრო თანამშრომლობა გარდაუვალი აუცილებლობაა დარგის სწორი და ეფექტიანი განვითარებისთვის“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის 60-წლიან საქმიანობაზე აკადემიის პრეზიდენტმა გურამ ალექსიძემ ისაუბრა. აკადემია 1957 წლის 12 დეკემბერს შეიქმნა.

იუბილესთან დაკავშირებით სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრებმა სხვადასხვა ქვეყნის კოლეგებისგან მილოცვები მიიღეს. ღონისძიების ფარგლებში, სამეცნიერო კონფერენცია და გამოფენა გაიმართა.

აკადემიის 60 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები იური ნოზაძე და რეზო ასათიანი, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, აღმასრულებელი ხელისუფლებისა და საქართველოს პარლამენტის აგრარული კომიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 636
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია