დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ირაკლი ღარიბაშვილი დღეს სამეგრელოში ახალ საწარმოებს ეწვევა
ავტორი:
2014/ოქტომბერი/17 09:30:02
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს სამეგრელოში ახალ საწარმოებს ეწვევა. როგორც "ინტერპრესნიუსს" პრემიერის პრესსამსახურიდან აცნობეს, ირაკლი ღარიბაშვილი სასათბურე მეურნეობას "თაღლაურას სათბური", თხილის გადამამუშავებელ საწარმოს "ანკა ფეა ტრეიდი", მაღალტექნოლოგიურ სასათბურე მეურნეობას "StimorAssociates", თხილის ბუნებრივ საშრობს და გადამამუშავებელ საწარმო "კედას" დაათვალიერებს.
პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, სასათბურე მეურნეობა "თაღლაურას სათბური", რომელიც ხობში, ნახევარ ჰექტარ ფართობზეა გაშენებული, აღჭურვილია მაღალტექნოლოგიური სარწყავი სისტემით. საწარმოში განხორციელებული ინვესტიციის მოცულობა მილიონ ლარს შეადგენს.
თხილის გადამამუშავებელი საწარმო "ანკა ფეა ტრეიდი", რომელიც ზუგდიდში მდებარეობს, დაფინანსებულია სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტით. პროგრამის დახმარებით საწარმომ 600 000 დოლარის სესხი ახალი თხილის გადამამუშვებელი საწარმოს მშენებლობისთვის აიღო. შვეიცარიულმა კომპანიამ საკუთარი სახსრებით დამატებით 400 000 დოლარის ოდენობის ინვესტიცია განახორციელა. საწარმოში, რომელიც 2014 წელს აშენდა, მუდმივად დასაქმებულია 20 ადამიანი, სეზონზე კი დასაქმებულთა რაოდენობა 120-მდე გაიზრდება.
მაღალტექნოლოგიური სასათბურე მეურნეობა "StimorAssociates"-ის მშენებლობა სოფელ ცაიშში 2014 წლის ივნისში დაიწყო და პირველი ეტაპი ნოემბერში დასრულდება. ინვესტორი 3 ჰექტარ ფართობზე გაშენებული სასათბურე მეურნეობის გაფართოებას და 5 წლის განმავლობაში 30 ჰექტარი ფართობის ათვისებას გეგმავს. ობიექტზე 500-მდე ადამიანი დასაქმდება, ხოლო ინვესტიციის მოცულობა 30 მილიონი დოლარია.
თხილის ბუნებრივი საშრობი და გადამამუშავებელი საწარმო "კედა", შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა. პროგრამის დახმარებით შენობის სარემონტო სამუშაოებისა და მანქანა-დანადგარების შესაძენად კომპანიამ 600 000 დოლარის ოდენობის სესხი აიღო. საწარმო, სრული დატვირთვით ამოქმედების შემდეგ, თხილის ადგილობრივი ფერმერებისგან შეძენას და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ექსპორტზე გატანას გეგმავს. კომპანია 220 ადამიანს დაასაქმებს.
სამეგრელოს რეგიონში ასევე ხორციელდება სენაკი–ნოქალაქევი–ბანძა–ხონის საავტომობილო გზის 15,4 კმ–ის რეაბილიტაცია. სამუშაოებს პრემიერ-მინისტრი ადგილზე გაეცნობა. პროექტი, რომლის ღირებულებაც 7 400 000 ლარს შეადგენს, წლის ბოლომდე დასრულდება. სამუშაოებზე, რომელსაც კომპანია "არქეოპოლისი" ახორციელებს, დასაქმებულია 530 ადამიანი. გზა 20–მდე სოფლის 15 000 –მდე ოჯახს ემსახურება. პროექტისფარგლებში დაიგო ორფენიანი ასფალტ–ბეტონის საფარი, მოეწყო წყალგამტარი მილები,ეზოში შესასვლელები, განხორციელდა მდინარე ცხენისწყალზე არსებული საავტომობილოხიდიცს რეაბილიტაცია. აღნიშნული საავტომობილო გზა სენაკის, აბაშის და მარტვილისმუნიციპალიტეტებს უმოკლესი მანძილით აკავშირებს ხონთან და ქუთაისთან. ბანძიდან ხონამდეგზის დაფარვას სჭირდებოდა 1 საათი, ახალი გზა კი მგზავრობის დროს 15 წუთამდე ამცირებს.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 985
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია