დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ინფორმაციის თავისუფლების კანონპროექტზე მუშაობა გრძელდება
ავტორი:
2014/მარტი/21 15:30:03
ინფორმაციის თავისუფლების კანონპროექტზე მუშაობა გრძელდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" იუსტიციის სამინისტროდან აცნობეს, სამინისტროში ინფორმაციის თავისუფლების კანონპროექტთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა. მეორე და მესამე სამუშაო ჯგუფების წევრებმა სახელმწიფო, კომერციულ, პერსონალურ და პროფესიულ საიდუმლოებებთან ინფორმაციის თავისუფლების მიმართებაზე იმსჯელეს; განიხილეს საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული და სასამართლო დავის მექანიზმები. დისკუსია გაიმართა კომერციული საიდუმლოების, შეზღუდული გამოყენების ინფორმაციის, აღმასრულებელი პრივილეგიის, საზედამხედველო ორგანოს საკითხებზე; განისაზღვრა იმ ინფორმაციის ტიპიც, რომლის გასაიდუმლოება დაუშვებელია.
სამინისტროს ცნობით, ინფორმაციის თავისუფლების კანონის შემუშავებას კოორდინაციას იუსტიციის სამინისტრო უწევს. დღესდღეობით საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მარეგულირებელი ნორმები სხვადასხვა საკანონმდებლო აქტშია გაბნეული, რაც, მათი აღსრულების თვალსაზრისით, გარკვეულ სირთულეებს წარმოქმნის. სპეციალური კანონის მიღება საკანონმდებლო ხარვეზების აღმოფხვრას, საჯარო ინფორმაციის მარეგულირებელი ნორმების ერთ ნორმატიულ აქტში თავმოყრას ითვალისწინებს, რაც მთავრობას, არასამთავრობო სექტორსა და მთელ საზოგადოებას ღია და ანგარიშვალდებული სახელმწიფო აპარატის განვითარებაში დაეხმარება.
"კანონპროექტზე მუშაობის პროცესი იუსტიციის სამინისტროში არასამთავრობო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობით მიმდინარეობს და მასში მონაწილეობის საშუალება ყველა დაინტერესებულ მხარეს აქვს. სამუშაო ჯგუფები სწორედ ამ მიზნით არის შექმნილი, რომლებშიც სახელმწიფო უწყებებთან ერთად არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც არიან ჩართულნი",- აღნიშნულია იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციაში.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1036
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია