დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მამუკა მდინარაძე ოპოზიციას - საზოგადოების მცირე ნაწილს უყვარხართ, მაგრამ შეიძლება პოლიტიკური სიყვარულიც აღმოჩნდეს ბრმა და ამ ხალხსაც აეხილება თვალი
ავტორი:
2017/დეკემბერი/22 01:30:02
../photo/2015_02/0-00-1NOEM-2016/mdinaradze.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/470012-mamuka-mdinaradze-opozicias-sazogadoebis-mcire-natsils-uyvarkharth-magram-sheidzleba-politikuri-siyvarulic-aghmochndes-brma-da-am-khalkhsac-aekhileba-thvali.html", "headline": "მამუკა მდინარაძე ოპოზიციას - საზოგადოების მცირე ნაწილს უყვარხართ, მაგრამ შეიძლება პოლიტიკური სიყვარუ...", "datePublished": "2017-12-21 21:41:10", "dateModified": "2017-12-21 21:41:10", "description": "საზოგადოების მცირე ნაწილს უყვარხართ, მაგრამ შეიძლება პოლიტიკური სიყვარულიც აღმოჩნდეს ბრმა და ამ ხალხ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1NOEM-2016/mdinaradze.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საზოგადოების მცირე ნაწილს უყვარხართ, მაგრამ შეიძლება პოლიტიკური სიყვარულიც აღმოჩნდეს ბრმა და ამ ხალხსაც აეხილება თვალი, - ასე მიმართა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ოპოზიციას პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე, სადაც მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილავენ.

დეპუტატმა უმთავრეს მიზეზად, თუ რატომ იმსახურებს კვირიკაშვილის მთავრობა ნდობას, დაასახელა ის, რომ ხელისუფლება ისე, როგორც არასდროს, მომართულია ადამიანისკენ.

„ამ ორი დღის განმავლობაში სასიამოვნო იყო ის, რომ მთავრობის წარმომადგენლები არც ერთი წამით არ გაქცევიან პრობლემებზე საუბარს და ამასთან მიმართებით იყვნენ აბსოლუტურად ადეკვატურები. რაც შეეხება ჩვენი პოლიტიკური ოპონენტების დადგმულ შოუებს და მათ პოლიტიკურ დღის წესრიგს, ამ ყველაფერს ჩვენ ვხედავთ იმ პოლიტიკურ სარკეში, რომელიც აღმოაჩინეთ თურმე, რომ არსებობს. თქვე კაი დედმამიშვილებო, პოლიტიკური სარკე თუ აღმოაჩინეთ რომ არსებობს, ჩახედეთ ერთხელ იმ სარკეს, მაგრამ არ გინდათ ჩახედვა, იმიტომ, რომ იქ აღმოაჩენთ მატყუარა, უზრდელ, დესტრუქციაზე ორიენტირებულ, მახინჯ პოლიტიკურ ძალას წარსულიდან, რომელსაც აღარ შეუძლია ასეთ პოლიტიკურ სარკეებში ჩაიხედოს და სხვა გამოსავალი არ აქვს, გარდა პროვოკაციების მოწყობისა. დამიჯერეთ, ამით გააქტიურება არავის მოუტანს პოლიტიკურ სარგებელს. საზოგადოების მცირე ნაწილს გასაგებია, რომ უყვარხართ და დღესაც ხმას გაძლევთ, მაგრამ დამერწმუნეთ, რომ შეიძლება პოლიტიკური სიყვარულიც აღმოჩნდეს ბრმა და ესეც მალე გადაივლის, დრო უმკურნალებს, ამ ხალხსაც აეხილებათ თვალი“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 568
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია