დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა და ბრიტანულ-ქართულ სავაჭრო პალატა მემორანდუმს გააფორმებს
ავტორი:
2014/აპრილი/01 09:30:02
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა და ბრიტანულ-ქართულ სავაჭრო პალატა დღეს მემორანდუმს გააფორმებს.
ბრიტანულ-ქართული სავაჭრო პალატის ცნობით, პალატებს შორის თანამშრომლობის დამყარების მიზანია, საქართველოს, როგორც საინვესტიციო შესაძლებლობების მქონე ქვეყნის პოპულარიზაცია, ქართულ და ბრიტანულ ბიზნესებს შორის კავშირის გაღრმავება და პროფესიული განათლების შესაძლებლობების გაერთიანებული სამეფოს დონეზე გაზრდა.
მემორანდუმის გაფორმების ცერემონიას დაესწრებიან მაღალი თანამდებობის პირები გაერთიანებული სამეფოდან, ბრიტანეთის ელჩი და მოადგილე, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მიხეილ ჯანელიძე და ადგილობრივი და ბრიტანული ბიზნეს კომპანიებისა და ასოციაციების წარმოადგენლები.
ღონისძიებას გახსნის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი კახაბერ ბაინდურაშვილი. ბრიტანულ-ქართული სავაჭრო პალატის დამფუძნებელი, დირექტორი მაკო აბაშიძე აუდიტორიას თანამშრომლობის ფარგლებში გათვალისწინებულ მომავალ გეგმებსა და პერსპექტივებს გააცნობს.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1135
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია