დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ლაშა ტუღუში ქართველ პოლიტიკოსებს საყვედურობს
ავტორი:
2014/იანვარი/23 12:30:03
ჟურნალ "რეზონანსის" მთავარი რედაქტორი ლაშა ტუღუში უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით "უნიკალური სიმშვიდის" გამო ქართველ პოლიტიკოსებს საყვედურობს.
როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ტუღუშმა განაცხადა, ქართველმა ხალხმა მოძმე ხალხს, უკრაინელებს უნდა დაუჭიროს მხარი და მოქალაქეებმა ხმამაღლა უნდა გამოხატონ საკუთარი პოზიცია.
"მე მახსოვს, როდესაც საქართველოს უჭირდა, ისინი ჩვენს გვერდით იყვნენ. ჩვენ ვერ ვიქნებით გულგრილნი. მე საყვედური მინდა ვუთხრა პოლიტიკოსებს, რომლებიც უნიკალურ სიმშვიდეს იჩენენ. უნიკალურია ის, რომ ასე თავშეკავებულები არიან. მე არ მახსენდება ასეთი რამ. ადრე ასეთი რამ არ ხდებოდა. თავშეკავების უნარი კარგია, მაგრამ არის რაღაც სიტუაციები, როდესაც რაღაცის თქმა უაცილებელიც კია. მე მართლა არ მესმის ასეთი სტრატეგიული თავშეკავების, რომელიც, სამწუხაროდ, ამ ვითარებაში ქართულ პოლიტიკურ ელიტებს ახასიათებს", - აღნიშნა ლაშა ტუღუშმა.
მისივე შეფასებით, უკრაინაში მიმდინარე მოვლენები არის სერიოზული გამოწვევა ევროპისთვის, რადგან ადამიანები სწორედ ევროპული ორიენტიციისთვის იბრძვიან და ეს ფაქტიურად ომია ევროპისთვის.
ამასთან, ლაშა ტუღუშმა იმედი გამოთქვა, რომ მაქსიმალურად მშვიდობიანად დასრულდება ყველაფერი და უკრაინელი ხალხი აისრულებს თავის სანუკვარ ოცნებას და ის შეუერთდება დიდ ევროპულ ოჯახს.





წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1282
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია