დაისვენე კურორტ ახალდაბაში
"ევრაზიული არჩევანის" წარმომადგენლებმა აშშ-ს საელჩოსთან აქციის გამართვა ვერ შეძლეს
ავტორი:
2014/სექტემბერი/03 15:00:04
"ევრაზიული არჩევანის" წარმომადგენლებმა ამერიკის შეერთებული შტატების მიმდებარე ტერიტორიის ნაცვლად აქცია "გუდვილთან" გამართეს. როგორც "ევრაზიული არჩევანის" წარმომადგენელმა არჩილ ჭყოიძემ განაცხადა, მათ აქცია "გუდვილთან" გამართეს, რადგან პატრულის თანამშრომლებმა მათ აშშ-ს საელჩოს ტერიტორიასთან მისვლის ნება არ მისცეს.
მისი თქმით, ორგანიზაციის წარმომადგენლები დაემორჩილნენ პატრულის ნათქვამს და სწორედ ამიტომ აქცია "გუდვილთან" ახლოს გამართეს.
ჭყოიძის განცხადებით, მსგავსი აქციები მომავალშიც გაიმართება და ის უფრო ფართომასშტაბიანი იქნება.
დღეს აშშ-ს საელჩოსთან იმყოფებოდნენ უკრაინის მხარდამჭერი აქციის მონაწილეები. მას შემდეგ რაც მათ შეიტყვეს, რომ "ევრაზიული არჩევანის" წარმომადგენლები "გუდვილის" ახლოს შეიკრიბნენ, მსვლელობა მოაწყეს, თუმცა "ევრაზიული არჩევანის" წარმომადგენლები აღარ დახვდნენ, რადგან მათი აქცია უკვე დასრულებული იყო.




წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1079
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია