დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ზაზა ხატიაშვილი პროკურატურის რეფორმირების სამუშაო ჯგუფში მუშაობის შეთავაზებას არ მიიღებს
ავტორი:
2014/დეკემბერი/18 18:00:02
"საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის" თავმჯდომარის, ზაზა ხატიაშვილის განცხადებით, პროკურატურის რეფორმირების სამუშაო ჯგუფში არ იმუშავებს.
როგორც ზაზა ხატიაშვილმა ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა, სამუშაო ჯგუფში მუშაობის თაობაზე შეთავაზებას არ მიიღებს.
"სამუშაო ჯგუფში რომ ვიმუშაო, ნახევარზე მეტი ჩემი თანამოაზრე უნდა იყოს. თუ იქნება გაცხადებული, რომ პროკურორი უნდა დანიშნოს პარლამენტმა და პარლამენტის ნებისმიერი მოთხოვნით პროკურორი უნდა მივიდეს, დაექვემდებაროს საპარლამენტო კონტროლს, თუ ეს იქნება პოლიტიკური ნება, მაშინ ჯგუფის მუშაობაში მონაწილეობას მივიღებ, მაგრამ ის, რომ ზაზა ხატიაშვილი მივიდეს და რაღაც ფეოდალური კანონი მიიღონ და ჩათვალონ, რომ ზაზა ხატიაშვილი ესწრებოდა, რა თქმა უნდა მონაწილეობას არ მივიღებ", - განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა.
"ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ" წელიწადნახევრის წინ, პარლამენტის შენობასთან მის მიერ გამართული აქცია გაიხსენა, სადაც აღნიშნავდა, რომ არ შეიძლება მთავარი პროკურორი პრემიერ-მინისტრმა დანიშნოს.
"წელიწადნახევრის შემდეგ, როდესაც ეუთო-ს დემოკრატიის ინსტიტუტმა იგივე დაწერა, მაშინ გამოფხიზლდნენ პრემიერი და სხვა ადამიანები. ეს არის ფეოდალიზმი, რომ პრემიერ-მინისტრმა დანიშნოს პროკურორი. ამან გამოიწვია, რომ პროკურორი მთავრობის სტრუქტურის შემადგენელი ნაწილი გახდა. გამოიწვია ის, რომ საქართველოში გაჩნდნენ "უდიდესი იურისტები" პარლამენტიდან, რომლებიც მთავრობის სხდომაზე ეცნობიან გრიფით "საიდუმლო" საქმის მასალებს, მაგალითად, საგანელიძე. შემდეგ ტელეკამერების წინ ეს ადამიანი ამბობს, რომ დაინახა დანაშაულის შემადგენლობა, ასეთი რამ არსად მომხდარა ბელორუსიის გარდა", - განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა.
მისივე მოსაზრებით, კარგია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სამართლებრივი აზროვნება დაიწყო. "როდესაც მთელმა მსოფლიომ დაგვცინა სხვამ უთხრა, რომ ეს არ შეიძლება, ახლა გამოფხიზლდა პრემიერ-მინისტრი. პრემიერ-მინისტრს ძალიან დიდი უკმაყოფილება შეხვდა ჩვენი მეგობარი ქვეყნებიდან, ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტიდან, ევროკავშირიდან, აქედან გამომდინარე კარგია, რომ დაიწყო ამ ადამიანმა სამართლებრივი აზროვნება", - განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, საქართველოს მთავრობა პროკურატურის რეფორმირებასაც იწყებს. ამის თაობაზე განცხადება პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა. პრემიერმა იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს უწყების რეფორმირების მიზნით სამუშაო ჯგუფის შექმნა დაავალა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 952
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია