დაისვენე კურორტ ახალდაბაში
გიორგი აბაშიშვილი და დავით რაქვიაშვილი ბათუმში მესამე ბრიგადის საინჟინრო ასეულს შეხვდნენ
ავტორი:
2017/დეკემბერი/17 11:30:01
../photo/2015_02/0-00-1AAADEC/abashishvilisamxedroebi.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/468985-giorgi-abashishvili-da-davith-raqviashvili-bathumshi-mesame-brigadis-sainzhinro-aseuls-shekhvdnen.html", "headline": "გიორგი აბაშიშვილი და დავით რაქვიაშვილი ბათუმში მესამე ბრიგადის საინჟინრო ასეულს შეხვდნენ ", "datePublished": "2017-12-17 07:39:23", "dateModified": "2017-12-17 07:39:23", "description": "საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივან...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAADEC/abashishvilisamxedroebi.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი ბათუმში, საქართველოს შეირაღებული ძალების მესამე ბრიგადის საინჟინრო ასეულს შეხვდნენ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაზრდა, დემოკრატიის როლი ეროვნული უსაფრთხოების გამყარებაში, ნატო-ში ინტეგრაციის მნიშვნელობა - ეს იმ საკითხების არასრული ჩამონათვალია, რომელზეც შეხვედრაზე ისაუბრეს.

გიორგი აბაშიშვილმა სამხედროებს პრეზიდენტის მადლობა გადასცა იმ მისიისთვის, რომელსაც საქართველოს შეიარაღებული ძალები ასრულებენ სახელმწიფოს ნატოში ინტეგრაციის პროცესში.

დავით რაქვიაშვილმა მადლობა გადაუხადა სამხედროებს საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში გამოჩენილი თავდადების და ქვეყნისთვის მაღალი რეპუტაციის ჩამოყალიბებისათვის.

დავით რაქვიაშვილის განცხადებით, შეხვედრისას საუბარი შეეხო: ქვეყნის აღმშენებლობაში ჯარის და თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების მნიშვნელოვან და გადამწყვეტ როლს, იმ სულიერ სიმტკიცეს, რომელიც სჭირდება დღეს სახელმწიფოს და სამხედრო განათლების ხარისხის ამაღლებასა და განვითარების მნიშვნელობას.

"გამოვყავით ის როლი, რომელსაც დღეს ქართველი სამხედროები ასრულებენ ჩვენი სახელმწიფოებრიობის მშენებლობაში და საერთაშორისო მისიებში," - განაცხადა დავით რაქვიაშვილმა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 589
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია