დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ზვიად ძიძიგური - საარჩევნო სია ბიომეტრული პარამეტრებით კეთდება
ავტორი:
2014/თებერვალი/15 22:00:02
სიების 100 % ბიომეტრული პარამეტრებით კეთდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ზვიად ძიძიგურმა განუცხადა.
მისივე განმარტებით, ამით არჩევნების დროს ე.წ. კარუსელების ინსტიტუტის მოქმედება დასრულდება.
"ბიომეტრული სიების არჩევნებამდე დაზუსტება მოხერხდა. 3 700 000 ფოტოსურათიდან, რომელიც იუსტიციის სამინისტროს ბაზაშია, ყველა ფოტოსურათის ბიომეტრულ პარამეტრებში მოყვანა ხდება. ყველა გაორება იქნება ამოღებული, სრულიად დაეკარგება აზრი გაყალბებული პირადობის მოწმობებით უბნებზე მისვლას და ერთხელ და სამუდამოდ, დაესმება წერტილი კარუსელების ე.წ. ინსტიტუტების ამოქმედებას არჩევნების დროს. ეს კეთდება. იბეჭდება სურათებიანი სამაგიდო სიები და პრაქტიკულად, გამოირიცხება ყოველგვარი ტიპის გაყალბება გაორების თუ კარუსელების მეშვეობით. ესაა ის დიდი ხნის ნანატრი ერთგვარი სურვილი, რომელიც ჰქონდა ყველა ოპოზიციურ პარტიას. დღეს, რატომღაც პირიქით ამბობენ. ბიომეტრია კეთდებოდა ორი გზით – ერთი სახლში მისვლით უნდა გაკეთებულიყო, მეორე კომპიუტერული პროგრამით. თუ ვინმეს აქვს იმაზე ნოსტალგია, რომ მაინცდამაინც სახლში რატომ არ მივიდა იუსტიციის სამინისტროს თანამშრომელი, მე ვფიქრობ, ეს ერთგვარი ახირებაა და მეტი არაფერი. ვაცხადებ სრული პასუხისმგებლობით, რომ ბიომეტრული პარამეტრებით სია 100 %-ით კეთდება", - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.
დეპუტატის ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით რამდენიმე დღეში იუსტიციის სამინისტრო შესაბამისი სამუშაოების პრეზენტაციას გამართავს.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1202
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია