დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
"ქართული ოცნების" მიერ ოქტომბერში მიღებული შემოწირულება 1 500 ლარს შეადგენს
ავტორი:
2013/ოქტომბერი/15 10:00:02
კოალიცია "ქართული ოცნების" მიერ ოქტომბერში მიღებული შემოწირულება 1 500 ლარს შეადგენს.აქედან 1000 ლარი კულტურის მინისტრმა გურამ (მარიანე) ოდიშარიამ გაიღო , 500 ლარი კი დეპუტატმა - თამაზ ავდალიანმა.
"სექტემბერში "ქართული ოცნების" ფულადი შემოწირულობა შეადგენდა 562 ათას ლარს, ოქტომბერში კი მმართველ კოალიციას ჯერჯერობით მიღებული აქვს 1 500 ლარი", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსმა, ზურაბ აზნაურაშვილმა.
ამასთან, ოფიციალური ინფორმაციით, გასული 2 კვირის განმავლობაში ყველაზე მეტი შემოწირულება – 400 ათას ლარზე მეტი ნინო ბურჯანაძის "დემოკრატიულმა მოძრაობამ" მიიღო. 140 ათას ლარზე მეტი ფულადი შემოწირულება ფიქსირდება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ანგარიშზე.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1274
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია