დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ნინო ბურჯანაძე პრემიერს სახელმწიფო უწყებებში დასასაქმებლად საკუთარ კადრებს სთავაზობს
ავტორი:
2014/მარტი/13 21:30:03
"დემოკრატიული მოძრაობა" პრემიერს სახელმწიფო უწყებებში დასასაქმებლად საკუთარ კადრებს სთავაზობს. "დემოკრატიული მოძრაობა" სახელმწიფო უწყებების კვალიფიცური კადრებით დაკომპლექტების თაობაზე საქართველოს პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრის დროს გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.
"როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, სახელმწიფო უწყებები გადაჭედილია არაკომპეტენტური ხალხით და იგი სანთლით ეძებს კვალიფიციურ კადრებს. "დემოკრატიულ მოძრაობას" არაერთხელ გაუკეთებია განცხადება და აღუნიშნავს, რომ სახელმწიფო უწყებებში დღემდე მუშაობენ არაკვალიფიციური კადრები, რომლებიც "ნაციონალური მოძრაობის" დროს დანაშაულებრივი რეჟიმის დავალებებს ასრულებდნენ და ხელისუფლების შეცვლის შემდეგ კვლავ აგრძელებნ საბოტაჟს ახალი მთავრობის წინააღმდეგ. ჩვენ მივესალმებით ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივას სახელმწიფო უწყებების კვალიფიცური კადრებით დაკომპლექტების თაობაზე. საქართველოში მართლაც ძალიან ბევრი კვალიფიციური კადრია, მათ შორის "დემოკრატიული მოძრაობაშიც" და ჩვენ გამოთქვამთ მზადყოფნას, შევთავაზოთ პრემიერ მინისტრს პროფესიონალი და კომპეტენტური ადამიანები, ჩვენი ქვეყნის ინტერესების სამსახურში", _ ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1195
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია