დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დარიალის ხეობიდან ღუდუშაურის კლინიკაში გადმოყვანილი უკრაინის მოქალაქე გარდაიცვალა
ავტორი:
2014/მაისი/18 14:30:01
დარიალის ხეობიდან ღუდუშაურის კლინიკაში გადმოყვანილი უკრაინის მოქალაქე გარდაიცვალა.
ექიმ-რეანიმატოლოგ თეა ჯანელიძის განცხადებით, პაციენტის მდგომარეობა კრიტიკული იყო. "მას აღენიშნებოდა ხანგრძლივი ზეწოლის სინდრომი, ენდოტოქსიური შოკი და პოლიორგანული უკმარისობა", - აღნიშნა ჯანელიძემ.
უკრაინის მოქალაქე, რომელიც დარიალის ხეობიდან ღუდუშაურის კლინიკაში გუშინ გადაიყვანეს, დღეს გარდაიცვალა.
სტიქიის ზონიდან ღუდუშაურის კლინიკაში გუშინ სამი პირი გადაიყვანეს. უკრაინის ერთი და თურქეთის ერთი მოქალაქე დღეს დილით კლინიკიდან გაწერეს.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1041
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია