დაისვენე კურორტ ახალდაბაში
შალვა თადუმაძე - მთავრობა აფიქსირებს პოზიციას, რომ გარემოს დაცვა რჩება პრიორიტეტულად და ამის ფინანსური უზრუნველყოფა მოხდება
ავტორი:
2017/დეკემბერი/05 12:00:02
../photo/2015_02/00-1APRIL-2014/tadumadze7931.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/466810-shalva-thadumadze-mthavroba-afiqsirebs-pozicias-rom-garemos-dacva-rcheba-prioritetulad-da-amis-finansuri-uzrunvelyofa-mokhdeba.html", "headline": "შალვა თადუმაძე - მთავრობა აფიქსირებს პოზიციას, რომ გარემოს დაცვა რჩება პრიორიტეტულად და ამის ფინანსუ...", "datePublished": "2017-12-05 08:05:27", "dateModified": "2017-12-05 08:05:27", "description": "მთავრობის საპარლამენტო მდივნის შალვა თადუმაძის განცხადებით, ქვეყნისთვის გარემოს დაცვა პრიორიტეტულ სა...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/00-1APRIL-2014/tadumadze7931.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } მთავრობის საპარლამენტო მდივნის შალვა თადუმაძის განცხადებით, ქვეყნისთვის გარემოს დაცვა პრიორიტეტულ საკითხად რჩება, რისი გარანტიებიც კანონმდებლობაში გაიწერება. ამის შესახებ თადუმაძემ პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. თადუმაძის განცხადებით, იქმნება გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

„გარკვეული კითხვები არსებობდა გარემოს დაცვის სამინისტროსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გაერთიანებასთან დაკავშირებით. ასევე კითხვები იყო, რჩება თუ არა პრიორიტეტულად გარემოს დაცვა. მთავრობასთან კონსულტაციის შედეგად მოხდა შეჯერება, რის მიხედვითაც გარემოს დაცვის კანონის მე-12 მუხლში შევა ცვლილებები, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო ბიუჯეტში გარემოს დაცვის ღონისძიებების დაფინანსება არ შეიძლება იყოს იმაზე ნაკლები, ვიდრე წინა წელს იყო. გარდა ამისა, გარემოს დაცვის ღონისძიებების დაფინანსების თვალსაზრისით, ასოცირებიდან გამომდინარე, ნებისმიერი პროგრამა წინა წლის ასიგნებების 5%-ით გაიზრდება. აქედან გამომდინარე, მთავრობა აფიქსირებს პოზიციას, რომ გარემოს დაცვა რჩება პრიორიტეტულად და ამის ფინანსური უზრუნველყოფა მოხდება“, - განაცხადა თადუმაძემ.

რაც შეეხება გაერთიანებული სამინისტროს სახელწოდებას, როგორც თადუმაძე აცხადებს, სათაურად რჩება „გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო“. თადუმაძის განმარტებით, ეს გარკვეულ ცვლილებებს გამოიწვევს წარმოდგენილ კანონპროექტში. როგორც ის აღნიშნავს, 56 კანონში განხორციელდება ტექნიკური ცვლილება და სათაურიდან სოფლის მეურნეობის განვითარება იქნება ამოღებული.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ამ წუთებში მთავრობის რეორგანიზაციის საკითხს განიხილავენ.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 588
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია