დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ოთარ დანელია ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
ავტორი:
2014/სექტემბერი/10 21:00:02
სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია ავსტრიის ევროპის, ინტეგრაციისა და საგარეო საქმეთა ფედერალურ მინისტრს სებასტიან კურცის და ავსტრიის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელს შეხვდა.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი თემა ორ ქვეყანას შორის სოფლის მეურნეობის მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავება იყო. მხარეებმა ავსტრიის განვითარების სააგენტოს მიერ საქართველოში უკვე მიმდინარე პროექტებზე ისაუბრეს და სოფლის მეურნეობის მიმართულებით დაგეგმილი პროექტებისთვის ბიუჯეტის გაზრდის შესაძლებლობის საკითხები განიხილეს.
გადაწყდა, რომ ავსტრიის განვითარების სააგენტო განახორციელებს ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის ხელშეწყობის პროექტს, რომელიც ქართველ მეწარმეებს წარმოებაში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვისა და ქართული ცხოველური წარმოშობის პროდუქციის ევროპის ბაზარზე ექსპორტის შესაძლებლობას მისცემს.
შეხვედრაზე ოთარ დანელიამ ყურადღება გაამახვილა საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების მნიშვნელობაზე და ამ ხელშეკრულების ერთ-ერთ ძირითად ნაწილზე - ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმებაზე. მან ხაზი გაუსვა ამ მიმართულებით საქართველოსთვის ავსტრიის მხარდაჭერის მნიშვნელობას.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1009
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია