დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენი მთავარი ამოცანაა ქვეყანაში განათლების დონე ავამაღლოთ
ავტორი:
2014/ივლისი/15 18:30:02
ჩვენი მთავარი ამოცანაა ქვეყანაში განათლების დონე ავამაღლოთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სასტუმრო "შერატონში" საქართველოს მთავრობასა და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის მემორანდუმის გაფორმების შემდეგ განაცხადა.
როგორც პრემიერმა ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, დღევანდელი ღონისძიება არის კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ მთავრობა არის დაინტერესებული მომავალ თაობას ღირსეული განათლების პირობები შეუქმნას და მას ღირსეული განათლება მისცეს.
მისივე შეფასებით, დღევანდელი ხელმოწერა არის მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის და განათლების სისტემისთვის. "ჩვენ მივიღეთ 140 მილიონი დოლარის გრანტი, მეორე კომპაქტი, რაც არის ძალიან დიდი დახმარება, კონტრიბუცია განათლების სისტემისთვის. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ სამწუხაროდ განათლების სისტემას არ ექცეოდა სათანადო ყურადღება წლების განმავლობაშ. ის ცვლილებები, რაც ამ სფეროში ხორციელდება იყო ზედაპირული და არავითარი რეალური შედეგის მომტანი არ იყო. ჩვენ დავადასტურეთ, რომ ჩვენ ვართ რეალურად მოწოდებული, რომ მყარი საფუძველი, მყარი ფუნდამენტი შევქმნათ განათლების რეფორმის გასატარებლად", - აღნიშნა პრემიერმა.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობის მთავარი ამოცანაა, რომ ტექნიკური პროფესიული სასწავლებლები განვითარდეს და განათლების დონემ რეალურად აიწიოს ქვეყანაში, რადგან ამის გარეშე ვერავითარი წინსვლა ქვეყანას ვერ ექნება.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1018
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია