დაისვენე კურორტ ახალდაბაში
აკაკი ზოიძე - საინექციო, ”მძიმე ნარკოტიკების” მცირე ოდენობით, პირადი მოხმარების მიზნით ფლობა-მოხმარება გათავისუფლებული იქნება სისხლის სამართლის სასჯელისგან
ავტორი:
2017/დეკემბერი/05 09:00:03
../photo/2015_02/0-00-1NOEM-2016/akaki-zoidze.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/466767-akaki-zoidze-saineqcio-mdzime-narkotikebis-mcire-odenobith-piradi-mokhmarebis-miznith-floba-mokhmareba-gathavisuflebuli-iqneba-siskhlis-samarthlis-sasjelisgan.html", "headline": "აკაკი ზოიძე - საინექციო, ”მძიმე ნარკოტიკების” მცირე ოდენობით, პირადი მოხმარების მიზნით ფლობა-მოხმარე...", "datePublished": "2017-12-05 04:41:48", "dateModified": "2017-12-05 04:41:48", "description": "საინექციო, ე.წ. მძიმე ნარკოტიკების მცირე ოდენობით პირადი მოხმარების მიზნით ფლობა და მოხმარება გათავი...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1NOEM-2016/akaki-zoidze.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საინექციო, ე.წ. მძიმე ნარკოტიკების მცირე ოდენობით პირადი მოხმარების მიზნით ფლობა და მოხმარება გათავისუფლებული იქნება სისხლის სამართლის სასჯელისგან, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ „ნარკოპოლიტიკის რეფორმის რეგულირების გავლენის შეფასების“ დოკუმენტის პრეზენტაციისას განიხილა.

აკაკი ზოიძის განმარტებით, ეს არ ნიშნავს, რომ ნარკოტიკის მოხმარების ლეგალიზება მოხდება, არამედ ეს ნიშნავს იმას, რომ ადმინისტრაციული სასჯელი რჩება, მაგრამ სისხლის სამართლის დანაშაულისგან თავისუფლდება, როგორც ეს მოხდა მარიხუანას შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით.

მისივე განმარტებით, აღნიშნული ინიციატივა არ ნიშნავს იმას, რომ გასაღება-გავრცელება თავისუფლდება სისხლის სამართლის დანაშაულისგან - ძირითადი მიზანი ამ ინიციატივის გახლავთ ის, რომ პოლიციამ არ უნდა სდიოს მომხმარებელს და სამართალდამცველებმა უნდა ებრძოლონ გამსაღებლებს.

აკაკი ზოიძის განცხადებით, სწორედ მკაცრი ნარკოპოლიტიკის გამოა, რომ ც ჰეპატიტითა და შიდსით ინფიცირებული ადამიანები სკრინინგსა და მკურნალობაზე უარს ამბობენ.

„დღეს განვიხილავთ პროექტის მიღებას და იმ კონცეფციას, რასაც ჰქვია „დასჯის ნათლად ზრუნვა“, რასაც ჰქვია ჰუმანური დამოკიდებულება მომხმარებლების მიმართ და ნულოვანი ტოლერანტობა გამსაღებლების მიმართ. თუ ჩვენ სრულყოფილად განვახორციელებთ ამ კონცეფციას, დაახლოებით მილიარდ ლარამდე იქნება კონკრეტული სარგებელი შემდეგი ათი წლის განმავლობაში ამ ქვეყნისთვის და მისი მოქალაქეებისთვის. აქ იგულისხმება არა მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტი, არამედ ნარკომომხმარებლების ოჯახები და რიგითი მოქალაქეები, რომლებიც შეიძლება მსხვერპლი გახდნენ იმის გამო, რომ არსებული ნარკოპოლიტიკა ხელს უშლის ისეთი ინფექციური დაავადებების აღმოფხვრას, როგორიცაა ც ჰეპატიტი და შიდსი.
ახლახან იყო შიდსით დაავადებულთა დღე. საქართველოში დაახლოებით 12 000 ადამიანია აივ/ინფიცირებული 140 000 ც ჰეპატიტით დაავადებული. აქედან 40 000-ს წარმატებით ვუმკურნალეთ. მაგრამ, რჩება 100 000 ადამიანი, რომელმაც არ იცის, რომ აქვთ ც ჰეპატიტი და სკრინინგზე მისვლის ეშინიათ იმიტომ, რომ ნარკოდამოკიდებულები არიან და კანონით დაისჯებიან, სწორედაც იმ რეპრესიების და შიშის გამო, რომელიც დღევანდელ ნარკოპოლიტიკას ამ ადამიანების მიმართ აქვს, არ მიდიან სკრინინგზე. ჩვენი ამოცანაა ამ რეფორმის ამოქმედება და ათასობით სიცოცხლის გადარჩენა“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 627
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია