დაისვენე კურორტ ახალდაბაში
საქართველოს დელეგაციის ნაწილი უკვე ბრიუსელში იმყოფება
ავტორი:
2014/ივნისი/24 12:30:02
ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერამდე რამდენიმე დღით ადრე, ბრიუსელში საქართველოს დელეგაციის ნაწილი იმყოფება. 27 ივნისამდე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თამარ ბერუჩაშვილი და იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე რამდენიმე შეხვედრას გამართავენ. მათ შორის, თამარ ბერუჩაშვილს კეტრინ ეშტონის ოფისში ოფიციალურად გადასცემენ ასოცირების ხელშეკრულების სამოქმედო გეგმას.
ბერუჩაშვილი და ლორთქიფანიძე შეხვედრას გამართავენ ევროპის შიდა საქმეების გენერალურ დირექტორთან.
"ჩვენ სულ მოკლე ხანში ხელში გვექნება ასოცირების ხელშეკრულება, რომელიც არის უმნიშვნელოვანესი, ახალი თაობის, ძალიან ამბიციური, სამართლებრივი ჩარჩო საქართველო-ევროკავშირის დაახლოების და ურთიერთობის გაღრმავების ყველა მიმართულებით. ეს არის ევროპის შიდა საქმეების გენერალურ დირექტორთან პირველი ვიზიტი. ძირითადად შეხვედრა ეძღვნება სავიზო დიალოგის ფარგლებში საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმის მიმოხილვას", - განახცადა ბერუჩაშვილმა.
გოჩა ლორთქიფანიძის თქმით კი, შეხვედრაზე მოხდება განხილვა თუ რა სტადიაზეა ამჟამად საქართველო.
"შეხვედრის ძირითადი არსია მიმოვიხილოთ ვიზა-ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ფარგლებში ჩვენი პროგრესი. განვიხილოთ რა სტადიაზეა დღეისთვის საქართველო და რაც შეიძლება ხელი შევუწყოთ იმას, რომ დაყოვნების გარეშე მოხდეს მეორე ეტაპზე გადასვლა", - აღნიშნა გოჩა ლორთქიფანიძემ.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1690
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია