დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მამუკა მდინარაძე - იმ საკითხზეც კი, რომელშიც ერთიანები უნდა ვიყოთ, ოპოზიცია თავის პოლიტიკურ კარიერას აგებს
ავტორი:
2017/დეკემბერი/01 18:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAMAI-2017/mdinaradze_ce283.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/466262-mamuka-mdinaradze-im-sakithkhzec-ki-romelshic-erthianebi-unda-viyoth-opozicia-thavis-politikur-karieras-agebs.html", "headline": "მამუკა მდინარაძე - იმ საკითხზეც კი, რომელშიც ერთიანები უნდა ვიყოთ, ოპოზიცია თავის პოლიტიკურ კარიერას...", "datePublished": "2017-12-01 14:11:14", "dateModified": "2017-12-01 14:11:14", "description": "სამწუხაროდ, ოპოზიცია იმ საკითხზეც კი, რომელშიც ალბათ, უნდა ვიყოთ ერთიანები, თავის პოლიტიკურ კარიერა...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAMAI-2017/mdinaradze_ce283.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } სამწუხაროდ, ოპოზიცია იმ საკითხზეც კი, რომელშიც ალბათ, უნდა ვიყოთ ერთიანები, თავის პოლიტიკურ კარიერას აგებს, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია ”ქართული ოცნების” ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მდინარაძე აცხადებს, ოპოზიცია არ მიჯნავს ერთმანეთისგან 2012 წელს ახმედ ჩატაევის დაკავებასა და ერთი კვირის წინ ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მისი დაღუპვის ფაქტს და ამის მიზანია ის, რომ საზოგადოება შევიდეს შეცდომაში.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციის საქმეზე გამოძიება მალე მივა კონკრეტულ შედეგებამდე.
„რეალურად, ჩვენ თუ გვინდა რომ სიმართლეზე ვილაპარაკოთ, უნდა ვილაპარაკოთ ცალკე იმაზე, რა სამართლებრივი არგუმენტები ქონდა მის დაკავებას და გათავისუფლებას თავის დროზე. ამასთან დაკავშირებით არსებობს გარკვეული პასუხები და ამ გადაწყვეტილების ავტორებსაც შეგვიძლია დეტალურად ვკითხოთ. მეორე, ის ამბავი, რაც მოხდა ამ დღეების განმავლობაში, იყო დაგეგმილი ღონისძიება, ამ ღონისძიებას მოჰყვა შედეგები. მიმდინარეობს გამოძიება, რომელიც მივა კონკრეტულ შედეგებამდე“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისი თქმით, მას არ შეუძლია, რაიმე კონკრეტულ ვერსიაზე ისაუბროს, თუ როგორ მოხვდნენ ეს ადამიანები ქვეყანაში.

„მე არ შემიძლია რაიმე ვერსიაზე ვილაპარაკო, ჯერ გამოძიებამაც არ უნდა ილაპრაკოს დეტალებზე. საქართველოს საზღვარი არის კარგად დაცული. გამოწვევები არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის, არამედ სხვა ქვეყნების წინაშეც დგას, ამ გამოწვევებს ჭირდება ადეკვატური პასუხები და საქართველო ასეთ პასუხებს ყოველთვის იძლევა. საქართველო ირიცხება მსოფლიოს უსაფრთხო ქვეყნების სიაში და დარწმუნებული ვარ, ჩვენს ქვეყანას ეყოფა რესურსი და დარჩება უსაფრთხო ქვეყნების სიაში. მთავარია, რომ ჩვენი ქვეყანა ამ გამოწვევევის წინაშე მარტო არ არის”, -განაცხადა მდინარაძემ.

რაც შეეხება იმას, იყო თუ არა თავის დროზე შეცდომა ახმედ ჩატაევის გათავისუფლება, მდინარაძემ აღნიშნა, რომ ეს შეიძლება საკამათო გახდეს მას შემდეგ, რაც სამართლებრივი დეტალების გაცნობა მოხდება.

„იყო თუ არა შეცდომა 2012 –ში ჩატაევის გათავისუფლება, ეს შეიძლება საკამათო გახდეს მას შემდეგ, რაც გაეცნობიან ადამიანები იმ სამართლებრივ დეტალებს, რაც საქმეში იყო.

ასე ხელაღებით ამ ორი საქმის ერთმანეთში არევა არ შეიძლება”, - განაცხადა მამაუკა მდინარაძემ.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 611
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია