დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დავით ბაქრაძემ გიორგი მარგველაშვილს "შეუსრულებელი დაპირებები" შეახსენა
ავტორი:
2013/ოქტომბერი/18 09:30:03
დავით ბაქრაძემ გიორგი მარგველაშვილს "შეუსრულებელი დაპირებები" შეახსენა. "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში, საპრეზიდენტო კანდიდატების პოლიტიკური დებატებისას "ნაციონალური მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატი დაინტერესდა, როგორ აპირებს მთავრობა 220 ლარიან პენსიასთან, 60 ქარხანასა და ათიათასობით სამუშაო ადგილთან დაკავშირებით გაცემული დაპირებების შესრულებას, როდესაც ბიუჯეტის პროექტში პენსიის ზრდა გათვალისწინებული არ არის, არ შენდება არც ერთი ქარხანა და სტატისტიკური მონაცემებით სამუშაო ადგილები იკარგება.
გიორგი მარგველაშვილმა დავით ბაქრაძის მონაცემები 84 დაპირებიდან 76-ის შეუსრულებლობასთან დაკავშირებით "ყურით მოტანილ თემად" შეაფასა.
"როცა პოლიტიკური გუნდი დაპირებას იძლევა, ეს არის იმ ფორმატში, რამდენ ხანსაც იგი ხელისუფლებაში იქნება. ეს დაპირებები შესრულდება ოთხი წლის ვადაში. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვებგვერდზე ნახავთ, რამდენი ძველი და ახალი ქარხანაა დაფინანსებული. მე დავდივარ და ვხედავ. პენსიების ზრდასთან დაკავშირებით, 150 ლარამდე ავწიეთ. თვისობრივად შევცვალეთ ბიუჯეტი, სოფლის მეურნეობაში გავაკეთეთ უპრეცედენტო ინვესტიცია, 2,5 მილიონი ადამიანი დავაზღვიეთ, 17 უფასო ფაკულტეტი შემოვიღეთ და ა.შ. იგივე პოლიტიკა გაგრძელდება და რასაც დავპირდით მოსახლეობას, ის შესრულდება", - განაცხადა მარგველაშვილმა.
დასკვნით სიტყვაში "ქართული ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატმა საზოგადოებას არჩევნებზე მისვლისა და მისი მხარდაჭერისკენ მოუწოდა. "ჩვენ შევცვალეთ ხელისუფლება, რათა ქვეყნის სამსახურში ჩავმდგარიყავით და რაც არ ეკადრებოდა ქვეყანას ის დასრულებულიყო. სამოქალაქო გმირობა იყო ის, რაც გააკეთეთ შარშან - რომ არ დაგაბნიათ კონტროლირებადმა მედიამ, პოლიციურმა რეჟიმმა, ხმა მიეცით "ქართულ ოცნებას" და მკვდარი წერტილიდან მოატრიალეთ ქვეყნის ბედი. წელსაც ასეთი არჩევანის წინაშე ვდგავართ. ჩვენ თანამდებობა არ გვჭირდება. ნახეთ მაგალითი, ადამიანი, რომელსაც აქვს უპრეცედენტო რეიტინგი, ძალაუფლება, პოლიტიკიდან მიდის და ხდება რიგითი მოქალაქე, რათა იქიდან ემსახუროს ქვეყანას. მინდა თქვენი მანდატი, რომ ვიყო აქტიური ქვეყნის მშენებლობაში, გავერთიანდეთ, რომ მოვიგოთ არჩევნები და შევქმნათ პრეცედენტი, რომ ქვეყანაში ჩამოყალიბდეს ევროპული საზოგადოება. მე ვიცი, რომ ეს მოხდება 27 ოქტომბერს", - აღნიშნა მარგველაშვილმა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1050
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია