დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
კახა კუჭავა - გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ვინმესთან მიერთებით, გარემოს დაცვა პრიორიტეტულობას კარგავს
ავტორი:
2017/ნოემბერი/28 18:30:02
../photo/2015_02/0-00-1SEQT-2016/kuchava.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/465508-kakha-kutcava-garemos-dacvisa-da-bunebrivi-resursebis-saministros-vinmesthan-mierthebith-garemos-dacva-prioritetulobas-kargavs.html", "headline": "კახა კუჭავა - გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ვინმესთან მიერთებით, გარემოს დაცვა...", "datePublished": "2017-11-28 14:21:57", "dateModified": "2017-11-28 14:21:57", "description": "გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე კახა კუჭავა გარემოს დაცვის სამინისტროს...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1SEQT-2016/kuchava.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე კახა კუჭავა გარემოს დაცვის სამინისტროს მიმართულებით დაგეგმილ ცვლილებებში ინტერესთა კონფლიქტის საფრთხეებს ხედავს და აცხადებს, რომ “სამინისტროს ვინმესთან მიერთებით, გარემოს დაცვა პრიორიტეტულობას კარგავს“.

მთავრობის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილი საკანონმდებლო პაკეტი კახა კუჭავამ საგარეო ურთიერთობათა, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა, ევროპასთან ინტეგრაციისა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების გაერთიანებული სხდომაზე გააკრიტიკა. დეპუტატის შეფასებით, მთავრობის მიდგომა არასწორია.

“არ უნდა ისმებოდეს კითხვა, თუ რაში ვხედავთ ინტერესთა კონფლიქტს. ელემენტარული ჭეშმარიტებაა, როცა მომხმარებელი და მარეგულირებელი არის ერთ უწყებაში, აქ არის პირდაპირი ინტერესთა კონფლიქტი. მაგალითად, დაცული ტერიტორია არის ის ტერიტორია, სადაც ხდება იმ ბიომრავალფეროვნებისა და ბუნებრივი სიმდიდრის კონსერვაცია, რომელიც არ შეიძლება მოხმარებაში გავიდეს, ხოლო სოფლის მეურნეობის სამინისტრო არის მომხმარებელი. ვერ ხედავთ, თუ რატომ შეიძლება გაჩნდეს პრობლემა წიაღთან დაკავშირებით?! გაგახსენებთ, რომ 2005-2006 წლებში, ლიცენზირება ჯერ ეკონომიკას გადაეცა, შემდეგ - ენერგეტიკის სამინისტროს. აღმოჩნდა, რომ ორივე შემთხვევა დიდი შეცდომა იყო და ჩვენ ეს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში დავაბრუნეთ. ამ პერიოდში მოხდა ამ დარგის მთლიანად განადგურება, რადგან ეკონომიკის სამინისტროს პირდაპირი ინტერესი ინვესტიციების მოზიდვა იყო. შესაბამისად, მათ პირობები დაყენებული ჰქონდათ თანხის მიღების კუთხით. ერთჯერადად ბიუჯეტის შევსების გამო მიიღეს კანონი, რომელმაც დარგის განვითარება მთლიანად მოკლა. ახლა ჩვენ ამას ისევ უკან ვაბრუნებთ“, - განაცხადა კუჭავამ საპარლამეტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე.

კუჭავამ კრიტიკა სხვა მიმართულებებითაც გამოხატა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ დაგეგმილ რეფორმასთან დაკავშირებით სხვა ქვეყნების მაგალითიების დასახელება სწორი არ არის, რადგან სახელმწიფოები, სადაც გარემოს დაცვის სფერო სხვა დარგებთან არის გაერთიანებული, გარემოს დაცვის სტანდატების კუთხით სულ სხვა რეალობაშია, ხოლო საქართველოს აღებული აქვს გარემოს დაცვის გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავების ვალდებულება.

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ ასევე გაუგებრად მიიჩნია, ოპტიმიზაციის ეგიდით რატომ უქმდება გარემოს დაცვის სამინისტრო, რომელსაც სხვა უწყებებთან შედარებით, ყველაზე დაბალი ბიუჯეტი აქვს. მათ მთავრობის წარმომადგენელს ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულბებიც გაახსენა.

“იქმნება სამინისტრო, სახელწოდებით - გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სამინისტრო. ამ სახელშიც ვერ ვხვდები, რას გვინდა მივაღწიოთ“, - აღნიშნა კახა კუჭავამ.

პარლამენტში წარდგენილი პროექტის გათვალისწინებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გადაეცემა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ფუნქციები, ბუნებრივი რესურსებისა და სასარგებლო წიაღისეულის მართვის მიმართულებით. ამასთან, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებანი და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებანი (გარდა სასარგებლო წიაღისეულისა) გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სამინისტროში ერთიანდება.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 599
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია