დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპორტის სასახლესთან "ქართული ოცნების" მხარდამჭერები იკრიბებიან
ავტორი:
2014/აპრილი/26 16:30:02
თბილისში, სპორტის სასახლესთან ამ წუთებში "ქართული ოცნების" მხარდამჭერები და აქტივისტები იკრიბებიან. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება , სპორტის სასახლის ყველა შესასვლელთან რიგები დგას. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. უსაფრთხოების ზომები გაძლიერებულია.
სპორტის სასახლეში უკვე მივიდა "ქართული ოცნების" რამდენიმე ლიდერი. კოალიცია "ქართული ოცნება" დღეს წინასაარჩევნო კამპანიას ხსნის. ღონისძიება 17:00 საათზე დაიწყება.
დღესვე, კოალიცია თვითმმართველ ქალაქში მერობის კანდიდატს დაასახელებს.
"ქართული ოცნების" წევრებს და მხარდამჭერებს სიტყვით მიმართავენ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშილი, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი კახა კალაძე და დედაქალაქის მერობის კანდიდატი დავით ნარმანია.
დღევანდელ შეკრებას შესაძლოა, ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილიც დაესწროს.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1145
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია