დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლის თარიღი ჯერ უცნობია
ავტორი:
2014/აგვისტო/04 12:00:02
ქვეყნის პრეროგატივაა, ვინ წარმოადგენს ამა თუ იმ ქვეყანას გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე, - ამის შესახებ საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში კახა იმნაძემ ჟურნალისტებს დღეს განუცხადა.
იმნაძემ უპასუხა კითხვას იმის შესახებ, თუ რატომ გამოდის სიტყვით სექტემბერში დაგეგმილ გაერო-ს გემერალურ ასამბლეაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი და არა - პრეზიდენტი.
"ეს არის ქვეყნის პრეროგატივა. ზოგს წარმოადგენს პრეზიდენტი, ზოგს - პრემიერ-მინისტრი, მეფე ან დედოფალი. ქვეყნის გადასაწყვეტია, რა რანგით იქნება მისი უმაღლესი ხელისუფალი წარმოდგენილი", - განაცხადა კახა იმნაძემ.
მისივე თქმით, გაერო-ში გენერალური დებატები 24 სექტემბერს იწყება, თუმცა დღის წესრიგი ჯერ კიდევ დგინდება.
ცნობილია, რომ ასამბლეაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლა დაგეგმილია, თუმცა ზუსტ თარიღს კახა იმნაძე ჯერ ვერ ასახელებს. მისი თქმით, გაერო-ში გამომსვლელთა სია ყოველდღიურად იცვლება.
"აქედან გამომდინარე, საბოლოოდ დღი წესრიგი ალბათ გენერალურ დებატებამდე ერათი კვირით ადრე გვეცოდინება", - აღნიშნა კახა იმნაძემ.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1011
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია