დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ადამიანის უფლებათა ცენტრი თვითმმართველობის არჩევნების მონიტორინგის შედეგების შესახებ ანგარიშს 1-ელ დეკემბერს წარადგენს
ავტორი:
2017/ნოემბერი/28 11:30:02
../photo/2015_02/0-00-1OQT-2016/adamianis-uflebata-centri.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/465361-adamianis-uflebatha-centri-thvithmmarthvelobis-archevnebis-monitoringis-shedegebis-shesakheb-angarishs-1-el-dekembers-tsaradgens.html", "headline": "ადამიანის უფლებათა ცენტრი თვითმმართველობის არჩევნების მონიტორინგის შედეგების შესახებ ანგარიშს 1-ელ დ...", "datePublished": "2017-11-28 07:40:31", "dateModified": "2017-11-28 07:40:31", "description": "თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის საკონფერენციო დარბაზში 1 დეკემბერს, 14:00 საათზე, ადამიანის უფლებ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1OQT-2016/adamianis-uflebata-centri.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის საკონფერენციო დარბაზში 1 დეკემბერს, 14:00 საათზე, ადამიანის უფლებათა ცენტრი წარმოადგენს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მონიტორინგის შედეგების ამსახველ ანგარიშს ქართულ და ინგლისურ ენებზე. როგორც ”ინტერპრესნიუსს” ორგანიზაციიდან აცნობეს, ასევე გაიმართება ადამიანის უფლებათა ცენტრის ვიდეოსტუდიის - hridc.tv-ს მიერ გადაღებული ფილმის ჩვენება.

2017 წლის 21 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლები საქართველოს ორ რეგიონში დააკვირდნენ: 1. კახეთის რეგიონში, საგარეჯოს, თელავისა და ახმეტის მუნიციპალიტეტების ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში; 2. შიდა ქართლის რეგიონში, გორის მუნიციპალიტეტის კონფლიქტისპირა სოფლებში.

მონიტორები საარჩევნო პროცესს უბნის გახსნიდან ხმების დათვლის პროცედურების დასრულებამდე და საბოლოო ოქმის შევსებამდე აკვირდებოდნენ. საარჩევნო დღის განმავლობაში დამკვირვებელთა მიერ მოწოდებული ინფორმაცია აღმოჩენილი დარღვევების შესახებ ოპერატიულად ქვეყნდებოდა ორგანიზაციის ინტერნეტ-გაზეთში - www.humanrights.ge, ქართულ და ინგლისურ ენებზე და მიეწოდებოდა სხვადასხვა მედიასაშუალებებს.

ადამიანის უფლებათა ცენტრის ორენოვან ანგარიშში ასახულია ინფორმაცია საარჩევნო პროცესის დაკვირვებისას აღმოჩენილი დარღვევებისა და სხვა მიგნებების შესახებ. ანგარიშში წარმოდგენილია რეკომენდაციები როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და საქართველოს პარლამენტისადმი.

2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მონიტორინგი ადამიანის უფლებათა ცენტრმა ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ მხარდაჭერით განახორციელა. ხოლო ფილმი გადაღებულია აშშ-ის ფონდის - NED-ის მხარდაჭერით.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 885
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია