დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გოჩა რატიანი - არანაირი მინიშნება, რომ სოფელ ატოცთან საოკუპაციო ხაზის გადმოწევას აპირებენ, ამ ეტაპზე არ არსებობს
ავტორი:
2014/ივნისი/26 16:00:03
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის, გოჩა რატიანის განცხადებით, კონკრეტულად რას ემსახურება რუსი სამხედროების ქმედებები სოფელ ატოცში, ძნელი სათქმელია, თუმცა არანაირი მინიშნება, რომ ისინი საოკუპაციო ხაზის ქართული მხარის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის შიგნით გადმოწევას აპირებენ, ამ ეტაპზე არ არსებობს.
ამის შესახებ რატიანმა "ინტერპრესნიუსს" იმ ინფორმაციის კომენტირებისას განუცხადა, რომლის თანახმადაც, ქარელის რაიონში, საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს მდებარე სოფელ ატოცის მიმდებარე ტერიტორიაზე რუსმა მესაზღვრეებმა მავთულხლართების ერთი ნაწილი ახსნეს, ნაწილი კი კვლავ ადგილზე დატოვეს, სამხედრო ჯიხური დადგეს, გარდა ამისა, ქვეითებისა და სამხედრო სატრანსპოტრო საშუალებების გადაადგილება შეინიშნება.
"ეს ამბავი დღეს არ დაწყებულა. დაახლოებით ერთი კვირაა, რაც მათ ბოძები მოხსნეს. ე.წ. ჯიხური და საგუშაგოები არის დროებითი სადგომი, რაც დადგმულია მათი მხრიდან კონტროლირებად ტერიტორიაზე. ჩვენ, რა თქმა უნდა, მაქსიმალურად ავამუშავეთ ჩვენს ხელთ არსებული რესურსი, როგორც საერთაშორისო, ისე ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ცხელი ხაზი და დაადასტურეს, რომ ეს არის დროებითი სადგომი. რომ გითხრათ, რომ ბოძების გარკვეულის სეგმეტის მოხსნა ჩვენთვის რამეს ნიშნავდეს, ასე არ არის. სადმე კიდევ რას გააკეთებენ, ვერ გეტყვით. შევხედოთ დინამიკას. ჩვენი პრინციპული პოზიციაა, რომ ნებისმიერი ასეთი ქმედება არის უკანონო და თუნდაც ერთი ნაბიჯი ლეგიტიმაციას ვერ მივცემთ", - განაცხადა რატიანმა და დასძინა, რომ მსგავსი მომენტები საოკუპაციო ხაზის სხვა პერიმეტრებზეც შეინიშნება.
მისივე თქმით, ბოლო პერიოდში სახეზეა აჟიოტაჟის შექმნის დინამიკა. "სოფლის მოსახლეობის შიში სრულიად მესმის იქიდან გამომდინარე, რომ საოკუპაციო ხაზია და რა მოუვათ იმათ თავში, ღმერთმა უწყის. ჩვენ მაქსიმალურად მონიტორინგს ვაწარმოებთ, მაგრამ რაიმე მინიშნება, რომ აპირებენ შიგნით საოკუპაციო ხაზის გადმოწევას, ამ ეტაპზე არ გაგვაჩნია", - დასძინა გოჩა რატიანმა.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1002
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია