დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
აშშ-ის კონგრესი მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს შეიარაღებული ძალები საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ტერიტორიებიდან
ავტორი:
2014/დეკემბერი/05 10:30:02
ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმა ხმათა უმრავლესობით მიიღო რეზოლუცია, რომელშიც გმობს რუსეთის ქმედებებსა და აგრესიულ პოლიტიკას მეზობელი ქვეყნების , მათ შორის საქართველოს მიმართ.
როგორც კონგრესის მიერ მიღებულ რეზოლუციაშია აღნიშნული, საკანონმდებლო ორგანო ადასტურებს საქართველოს, უკრაინის, მოლდოვასა და ყველა ქვეყნის უფლებას, მოახდინონ საკუთარი სუვერენული უფლებების რეალიზება საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. კონგრესი გმობს რუსეთის ფედერაციის მიმდინარე პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სამხედრო აგრესიას უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვას წინააღმდეგ და ამ ქვეყნების სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას", - ნათქვამია რეზოლუციაში.
აშშ-ის კონგრესი აცხადებს, რომ უკრაინაში რუსეთის სამხედრო შეჭრა გაერო-ს ქარტიითა და 1994 წლის ბუდაპეშტის მემორანდუმით აღებული ვალდებულებების უხეში დარღვევაა და წარმოადგენს საფრთხეს საერთაშორისო მშვიდობისთვის.
როგორც რეზოლუციის ტექსტშია აღნიშნული, აშშ-ის კონგრესი მოუწოდებს რუსეთს, გააუქმოს ყირიმის უკანონო ანექსია, გაიყვანოს შეიარაღებული ძალები საქართველოს, უკრიანისა და მოლდოვას ტერიტორიებიდან და შეწყვიტოს სეპარატისტების პოლიტიკური, სამხედრო - ეკონომიკური მხარდაჭერა.
აშშ-ის კონგრესი ასევე მოუწოდებს შეერთებული შტატების პრეზიდენტს, დაეხმაროს უკრაინას თავდაცვითი აღჭურვილობებით, ნატო-ს მოკავშირეებმა და აშშ-ის პარტნიორებმა კი შეწყვიტონ რუსეთთან სამხედრო თანამშრომლობა.
"კონგრესი მოუწოდებს პრეზიდენტს პარტნიორებთან თანამშრომლობისკენ, რათა ყირიმის უკანონო ანექსია არ იყოს აღიარებული. ასევე მოუწოდებს რუსეთის ფედერაციისა და მისი მმართველების აქტივების გაყინვისკენ, რათა აიძულოს რუსეთი შეწყვიტოს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა", - ნათქვამია რეზოლუციაში.
კონგრესის რეზოლუციას 411-მა კონგრესმენმა დაუჭირა მხარი.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 916
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია