დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ნინო ლომჯარია - ჩემთვის, როგორც სახალხო დამცველის კანდიდატისთვის, მნიშვნელოვანი იქნება საპარლამენტო ოპოზიციის მხარდაჭერაც მოვიპოვო
ავტორი:
2017/ნოემბერი/25 17:30:01
../photo/2015_02/0-00-1DEC-2016/lomjaria.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/464973-nino-lomjaria-chemthvis-rogorc-sakhalkho-damcvelis-kandidatisthvis-mnishvnelovani-iqneba-saparlamento-opoziciis-mkhardatcerac-movipovo.html", "headline": "ნინო ლომჯარია - ჩემთვის, როგორც სახალხო დამცველის კანდიდატისთვის, მნიშვნელოვანი იქნება საპარლამენტო ...", "datePublished": "2017-11-25 13:21:36", "dateModified": "2017-11-25 13:21:36", "description": "”ქართული ოცნების” სახალხო დამცველობის კანდიდატად დასახელებული ნინო ლომჯარია მზადყოფნას გამოთქვამს, ი...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1DEC-2016/lomjaria.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ”ქართული ოცნების” სახალხო დამცველობის კანდიდატად დასახელებული ნინო ლომჯარია მზადყოფნას გამოთქვამს, ინტერესის შემთხვევაში ყველა საპარლამენტო ფრაქციას შეხვდეს და ყველა კითხვას გასცეს პასუხი.

აქვე ლომჯარია მადლობას უხდის არასამთავრობო სექტორს და საპარლამენტო უმრავლესობას მისი კანდიდატურის მარდაჭერისთვის.
კანდიდატის თქმით, მისთვის, როგორც სახალხო დამცველის კანდიდატისთვის, მნიშვნელოვანი იქნება, პროცესში საპარლამენტო ოპოზიციის მზარდაჭერაც მოიპოვოს.

”პირველ რიგში მინდა ღრმა მწუხარება გამოვთქვა ბათუმში დაღუპული პირების გამო. წუხანდელი ღამის ტრაგიკული მოვლენების გამო ვერ გამოვეხმაურე საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ჩემი კანდიდატურის დასახელებას სახალხო დამცველის პოსტზე. მინდა მადლობა გადავუხადო მმართველ ძალას ამ ძალიან საპასუხისმგებლო პოზიციაზე ჩემი კანდიდატურის მხარდაჭერისა და ამ პროცესში სამოქალაქო საზოგადოების პოზიციების გათვალისწინებისთვის. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა არასამთავრობო სექტორს, თითოეულ თქვენგანს გამოხმაურებისა და მხარდაჭერისთვის. წინ საპარლამენტო განხილვებია და აქვე მინდა გამოვხატო ჩემი მზადყოფნა, შევხვდე ყველა საპარლამენტო ფრაქციას, მათი სურვილის და ინტერესის შემთხვევაში და გავცე მათ შეკითხვებს პასუხი. ჩემთვის, როგორც სახალხო დამცველის კანდიდატისთვის, მნიშვნელოვანი იქნება, ამ პროცესში მოვიპოვო, ასევე, საპარლამენტო ოპოზიციის მზარდაჭერაც”, - წერს ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში თავის გვერდზე.
საპარლამენტო უმრავლესობამ გუშინ გამართული კონსულტაციების შემდეგ ომბუდსმენის კანდიდატად ნინო ლომჯარია დაასახელა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 581
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია