დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
არეშიძე: ლაკაევი აფხაზეთში მკვლელობას ადგილობრივების მხარდაჭერის გარეშე ვერ ჩაიდენდა
ავტორი:
2013/სექტემბერი/23 17:04:03
ექსპერტი მამუკა არეშიძე იუსუფ ლაკაევის საქმეს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ადგილობრივების მხარდაჭერის და ძლიერი მფარველების გარეშე, ლაკაევი მკვლელობას აფხაზეთში ვერ ჩაიდენდა. „ლაკაევი ადგილობრივების მხარდაჭერის გარეშე ვერ ჩაიდენდა ამ მკვლელობას, ვერ იქირავებდა ბინას, ვერ შეიტანდა ასაფეთქებელ ნივთირებას და მკვლელობის მერე ენგურის საზღვრამდე ვერ მოაღწევდა. გამორიცხულია ეს ამბავი, ძალიან ძლიერი მფარველები ჰყავდა მას აფხაზეთში და მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შეეძლო ჩაედინა ეს მკვლელობა“, - განაცხადა არეშიძემ. შეგახსენებთ, რომ იუსუფ ლაკაევი 13 სექტემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, ბათუმში დააკავეს. მასთან ერთად ძალოვანებმა ფირუზ წულუკიძე და თემურ ბახუნდარიძე აიყვანეს. დაკავებისას ლაკაევმა პოლიციას ცეცხლი გაუხსნა. ორმხრივი სროლის დროს დაიჭრა ერთი პოლიციელი, ერთი მოქალაქე და თავად თავდამსხმელიც. ბათუმის სასამართლომ იუსუფ ლაკაევს, ფირუზ წულუკიძეს, თემურ ბახუნდარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ცნობისთვის, დიმიტრი ვირშენევი 9 სექტემბერს სოხუმში მოკლეს. იგი ქილერმა ავტომობილში ჩაცხრილა. თავდასხმის დროს დიპლომატთან ერთად იმყოფებოდა მისი მეუღლე, რომელიც საავადმყოფოში გადაყვანიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. НТВ-ს ინფორმაციით, დიპლომატის სავარაუდო მკვლელი „აფხაზეთიდან უკანონოდ გადავიდა საქართველოში,“ საიდანაც თურქეთში გადასვლას გეგმავდა.
წყარო: news.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1220
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია