დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
უჩა ნანუაშვილი - სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის რეალიზებასთან დაკავშირებით, ქვეყანაში სერიოზული პრობლემებია
ავტორი:
2017/ნოემბერი/22 12:00:01
../photo/2015_02/0-1APRILI-2015/nanuashvili2.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/464331-ucha-nanuashvili-seqsualuri-da-reproduqciuli-janmrthelobis-realizebasthan-dakavshirebith-qveyanashi-seriozuli-problemebia.html", "headline": "უჩა ნანუაშვილი - სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის რეალიზებასთან დაკავშირებით, ქვეყანაში სერი...", "datePublished": "2017-11-22 07:46:41", "dateModified": "2017-11-22 07:46:41", "description": "სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის რეალიზებასთან დაკავშირებით, ქვეყანაში სერიოზული პრობლემებია...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-1APRILI-2015/nanuashvili2.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის რეალიზებასთან დაკავშირებით, ქვეყანაში სერიოზული პრობლემებია, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა ჟურნალისტებს სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის, უფლებებისა და კეთილდღეობის ეროვნული შეფასების შემაჯამებელი დასკვნის წარდგენამდე განუცხადა. ნანუაშვილის განცხადებით, ამ მიმართულებით, პრობლემებია კანონმდებლობაშიც.

"სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის რეალიზებასთან დაკავშირებით, ქვეყანაში სერიოზული პრობლემებია. განსაკუთრებით აღვნიშნავ ინფორმაციის ნაკლებობას ამ უფლების შესახებ. ინფორმაცია მოქალაქეებს არ გააჩნია, ან გარკვეულწილად შეზღუდული რაოდენობით აქვთ. ფორმალურ განათლებაში არ არის გათვალისწონებული ან სუსტადაა ასახული ეს საკითხი. აუცილებელია მაქსიმალურად იყოს ინტეგრირებული რეპროდუქციული განათლების საკითხი ფორმალური განათლების პროგრამებში. გარკვეული ჯგუფები არიან უფრო მეტად მოწყვლადი იმის გამო, რომ ინფორმაცია არ გააჩნიათ. განსაკუთრებით, მოზარდები და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობა, რომელთაც ინფორმაცია არ მიეწოდებათ. ასევე კვლევის შედეგად დავასკვენით, რომ არის სერიოზული პრობლემები სამედიცინო სერვისებთან დაკავშირებით. სერვისები არ არის საკმარისი, ან არ ფუნქციონირებს შესაბამის დონეზე და ხელისუფლებას მთელი რიგი სამუშაოები აქვს ჩასატარებელი. ხელისუფლების მხრიდან არის გარკვეული ძვრები, მაგრამ ეს არასაკმარისია. დავინახეთ, რომ გარკვეული საკანონმდებლო ხარვეზებსაც აქვს ადგილი და აუცილებელია ამ კუთხითაც მუშაობის გაგრძელება“, -განაცხადა ნანუაშვილმა.

სასტუმრო "ჰოლიდეი ინნ"-ში მიმდინარეობს პროექტის "რეპროდუქციული უფლებები ადამიანის უფლებებია" პრეზენტაცია, რომელსაც პარლამენტის, გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის, სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლები ესწრებიან.

ღონისძიებაზე ასევე გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი სახალხო დამცველის აპარატსა და გაერო-ს მოსახლეობის ფონდის ოფისებს შორის. მემორანდუმის ფარგლებში 2018 წელს გაგრძელდება ეროვნული კვლევა საქართველოში არსებული სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების ხელმისაწვდომობის, მათი განხორციელებისა და დაცვის კუთხით არსებული პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ.




წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 595
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია