დაისვენე კურორტ ახალდაბაში
გიგა ბოკერია ე.წ. "ჯიჰადის" ვიდეოს საქმესთან დაკავშირებით შსს-ს ინფორმაციას არადამაჯერებელს უწოდებს
ავტორი:
2013/ოქტომბერი/04 23:30:03
უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია ე.წ. "ჯიჰადის" ვიდეოს საქმესთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციას არადამაჯერებელს უწოდებს და აცხადებს, რომ ოფიციალურმა ვერსიამ აღნიშნულთან დაკავშირებით არსებული შეკითხვები უფრო გაუღრმავა.
"ვეთანხმები კომენტარს, რომ უფრო მეტი კითხვა გაჩნდა ამ ინფორმაციის გამომზეურების შემდეგ, ვიდრე იყო. ჯერ ერთი, აბსოლუტურად გაუგებარია, თუკი ეს საქმე ერთი თვის წინ გაიხსნა, რატომ იყო დუმილი?! თუკი გამოძიების ინტერესებში შედიოდა, რომ ეს მონაცემები არ გახმოვანებულიყო, რაც გასაგები მიზეზია, მაშინ როგორ შეიძლება ირაკლი ალასანიას თუნდაც უსაფუძვლო კრიტიკა გახდეს მიზეზი, რომ მოიხსნა აუცილებლობა, ეს ინფორმაცია ყოფილიყო საიდუმლო?!", - განაცხადა ბოკერიამ "რუსთავი 2"-ის გადაცემა "ღია ეთერში" საუბრისას.
მისივე განმარტებით, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით შეკითხვების მთელი კომლპექსი აქვს. "ის ვერსია, რაც ჩვენთვის ცნობილია, არის აბსოლუტურად არადამაჯერებელი. ეს არის შეფუთვის მცდელობა დღევანდელი ვითარების. პირველი კითხვა, რაც ჩნდება და რაზეც პასუხი არ მომისმენია, არის ის, რატომ ცდილობდა ეს ადამიანი მოეჩვენებინა, თითქოს ვიდეო საქართველოდან აიტვირთა, მაშინ როცა, აქცენტი უნდა გაეკეთებინა იმაზე, რომ კადრები ნამდვილად "ჯიჰადის" მიერ იყო გაკეთებული. არანაირი ლოგიკა არაა – თუკი კვალის დაფარვის სურვილი არსებობდა, ეს ვიდეო უნდა გამოჩენილიყო ჭეშმარიტად "ჯიჰადის" საფრთხედ და არა იმით, რა ვერსიასაც გვთავაზობენ. გარდა ამისა, ეჭვებს აღრმავებს ისიც, რომ ძალიან სწრაფად მოხდა ინტერნეტის მეშვეობით ამ პიროვნების მოძებნა. მოკლედ, მთელი კომპლექსია კითხვებისა, რომელიც არსებობს", - აღნიშნა უშიშროების საბჭოს მდივანმა.
გარდა ამისა, ბოკერია არ გამორიცხავს, რომ ამ ყველაფერში რუსული სპეცსამსახურები ყოფილიყო ჩართული.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1286
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია