დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ბიძინა ივანიშვილი – კეთილი ინებეთ და შემახსენეთ, რა არ მოგწონთ
ავტორი:
2013/სექტემბერი/25 16:30:02
კეთილი ინებეთ და შემახსენეთ, რა არ მოგწონთ, მე კი შევეცდები, ჩემი პოზიცია დავაფიქსირო, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პოლიტოლოგებს, რომლებსაც ბიზნესცენტრში მასპინძლობს.
როგორც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, ექსპერტების მოსაზრებები და გამონათქვამები დიდ გავლენას ახდენს საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაზე, შესაბამისად მათ მოსაზრებებს თავადაც ყურადღებით ეკიდება.
"დიდ ყურადღებას ვუთმობ და ვეცნობი თქვენს გამონათქვამებს და ვაკეთებ რეაგირებას. თუ შენიშვნა ობიექტურია, ვცდილობ შევცვალო ქმედება. ხშირად კი თქვენს პოზიციასთან ვერ მოვდივარ თანხმობაში, თუმცა ესეც ნორმალურია. ყველა ექსპერტს უნდა ჰქონდეს მაქსიმალურად ობიექტური პოზიცია, რადგან დიდია თქვენი გავლენა საზოგადოებაზე, მედიასაშუალებებიც თქვენგან იღებენ ანალიზს", - განაცხადა პრემიერმა.
ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ახალი მთავრობის მიერ გაცემული დაპირებების შესრულების პრობლემაზე თითქმის ყველა ექსპერტი ერთნაირად საუბრობს, რასაც თავად არ ეთანხმება.
"პირდაპირ თუ ირიბად თითქმის ყველა ექსპერტის პოზიციაა, რომ ახალ მთავრობას დაპირებების შესრულების პრობლემა აქვს. წინ გველის საპრეზიდენტო არჩევნები. ვიცი, რომ ჩვენს კანდიდატ მარგველაშვილზეც განსხვავებული პოზიციები გაქვთ. ასევე, პოლიტიკიდან ჩემს წასვლაზე თქვენს პოზიციებს არ ვეთანხმები, რადგან არც ერთი ექსპერტი არ იზიარებს იმ ანალიზს, რასაც მე ვაკეთებ. არ მინახავს არც ერთი ექსპერტი, რომელიც იტყოდა, რომ მთავრობა დანაპირებს განუხრელად და წარმატებით ასრულებს. მე ვფიქრობ, წინმსწრებად და გადაჭარბებით ვასრულებთ ყველაფერს. ამიტომ, ვიდრე მე გავიხსენებ, კეთილი ინებეთ და შემახსენეთ, რა არ მოგწონთ, მე კი შევეცდები, ჩემი პოზიცია დავაფიქსირო", - მიმართა პრემიერ-მინისტრმა პოლიტოლოგებს. დღევანდელ შეხვედრაში მონაწილეობენ ალექსანდრე რონდელი, თენგიზ ფხალაძე, თორნიკე შარაშენიძე, სერგი კაპანაძე, კახი კახიშვილი, რამაზ საყვარელიძე, ხათუნა ლაგაზიძე, ზაზა ფირალიშვილი, მამუკა არეშიძე.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1095
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია