დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ლევან კობიაშვილი - ფედერაცია მომხრეა, რომ ეროვნული ნაკრების მწვრთნელად ვლადიმერ ვაისი დარჩეს
ავტორი:
2017/ნოემბერი/10 09:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAANOEM/kobiashvili4.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/462150-levan-kobiashvili-federacia-momkhrea-rom-erovnuli-nakrebis-mtsvrthnelad-vladimer-vaisi-darches.html", "headline": "ლევან კობიაშვილი - ფედერაცია მომხრეა, რომ ეროვნული ნაკრების მწვრთნელად ვლადიმერ ვაისი დარჩეს", "datePublished": "2017-11-10 05:38:37", "dateModified": "2017-11-10 05:38:37", "description": "საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ლევან კობიაშვილის განცხადებით, ფედერაცია მომხრეა, რომ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAANOEM/kobiashvili4.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ლევან კობიაშვილის განცხადებით, ფედერაცია მომხრეა, რომ ეროვნული ნაკრების მწვრთნელად ვლადიმერ ვაისი დარჩეს, - ამის შესახებ ლევან კობიაშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, სადაც გამოეხმაურა თემას, რომლის თანახმად, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი მომდევნო ორი წლის განმავლობაში კვლავ ვლადიმერ ვაისი იქნება.
ლევან კობიაშვილის განმარტებით, ის, რომ ნაკრებმა შესარჩევი თამაში ვერ მოიგო, მხოლოდ ვლადიმერ ვაისის პრობლემა არ არის. ამიტომ, კობიაშვილის თქმით, მთლიანი ანალიზის შედეგად გამოითქვა სურვილი, რომ ვლადიმერ ვაისის გაეგრძელებინა მუშაობა ეროვნული ნაკრების მწვრთნელის პოზიციაზე.
„ვლადიმერ ვაისი კონკრეტულად ფეხბურთის და ნაკრების პრობლემა არ არის, რა საკვირველია იყო შეცდომები მისი მხრიდანაც, ფეხბურთელების მხრიდანაც, ანუ ეს ერთიან ჭრილშია. შესაბამისად, ჩვენ რაც გვქონდა არგუმენტად და რისთვისაც სურვილი გვქონდა, რომ ვლადიმერ ვაისს ჩვენთან მუშაობა გაეგრძელებინა, ეს იყო მთლიანი ანალიზი, ანუ რა ფეხბურთს თამაშობდა ჩვენი გუნდი, გვქონდა, თუ არა უფრი მეტი წარმატების საშუალება მომდევნო შესარჩევში. ანუ, მომდევნო შესარჩევი აბსოლუტურად სხვა ფორმატით ტარდება, სულ სხვა დონის გუნდებთან გვიწევს თამაში და ბუნებრივია, რაღაც პერიოდი იგივე ფეხბურთელებს დასჭირდათ იმისთვის, რომ ჩამოყალიბებულიყვნენ. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ვლადიმერ ვაისი არ არის ნაკრების პრობლემა და არც ის, რომ ჩვენ თამაში ვერ მოვიგეთ. პრობლემები გვქონდა, მაგრამ ჩვენ მომხრე ვართ, რომ ის დარჩეს“, - განაცხადა კობიაშვილმა.
როგორც ცნობილია, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი მომდევნო ორი წლის განმავლობაში კვლავ ვლადიმირ ვაისი იქნება. ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ვაისმა თავად განაცხადა. შესაბამისად, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და ვაისს შორის კიდევ ორწლიანი კონტრაქტი გაფორმდება.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 643
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია