დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სახალხო დამცველი ევროსაბჭოში შეხვედრებს მართავს
ავტორი:
2014/ივნისი/25 12:30:02
სტრასბურგში ოფიციალური ვიზიტით მყოფი სახალხო დამცველი ევროსაბჭოში შეხვედრებს მართავს. ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით , უჩა ნანუაშვილი დღეს ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, ტორბიონ იაგლანდს შეხვდება და პირადად მიაწვდის ინფორმაციას საქართველოში არსებული ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა მდგომარეობის შესახებ.
სტრასბურგში, ევროპის საბჭოში დაგეგმილ შეხვედრაზე უჩა ნანუაშვილი ყურადღებას გაამახვილებს ადამიანის უფლებათა დაცვის ტენდენციებზე და ხაზს გაუსვამს საქართველოს სახალხო დამცველის ოფისის მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებას ევროპის საბჭოსთან.
ევროპის საბჭოს მონიტორინგის კომიტეტის წევრებთან შეხვედრაზე სახალხო დამცველი სპეციალური ანგარიშის დეტალებს განიხილავს, რომელსაც კომიტეტის წევრები საქართველოში, ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ ამზადებენ.
უჩა ნანუაშვილი კომიტეტის წევრებს ევროპის საბჭოსთან საქართველოს ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესახებ ინფორმაციას მიაწვდის.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სახალხო დამცველი უკვე შეხვდა ადამიანის უფლებათა დირექტორატის წევრებს, ადამიანის უფლებათა კომისარს, ნილს მუჟნიეკს და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, ჟან კლოდ მინიონს.
ევროსაბჭოს ლიდერებთან შეხვედრაზე სახალხო დამცველმა საქართველოში ადამიანის უფლებათა თვალსაზრისით დღეისათვის აქტუალურ გამოწვევებსა და პრობლემებზე ისაუბრა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 934
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია