დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გუბერნატორმა და რუსთავის მერმა 1-ელი ივნისი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს მიულოცეს
ავტორი:
2014/ივნისი/01 17:00:02
ქვემო ქართლის გუბერნატორმა გიორგი მღებრიშვილმა და რუსთავის მერის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი ტაბატაძემ, შვილებთან ერთად, რუსთავის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა დღის ცენტრის აღსაზრდელებს ბავშვთა საერთაშორისო დღე მიულოცეს.
გუბერნატორმა და რუსთავის მერმა ბავშვებს საჩუქრები მიუტანეს. ცენტრის აღსაზრდელებმა კი სტუმრებისთვის კონცერტი გამართეს.
"ცენტრის აღსაზრდელებს დღევანდელი დღე მივულოცეთ და მცირე საჩუქრები გადავეცით. მათთვის ჩვენი ყურადღება ძალიან ბევრს ნიშნავს. მინდა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მივულოცო მათ და ყველა ბავშვს ვუსურვო ჯანმრთელობა და მშვიდობიანი ბავშვობა", - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.




წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1044
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია