დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ანდრო ბარნოვი მთავრობას მოუწოდებს, მიხეილ სააკაშვილის გაეროში გამოსვლას ყურადღებით მოუსმინოს
ავტორი:
2013/სექტემბერი/26 10:30:02
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ქართულ საზოგადოებას და მთავრობას მოუწოდებს, მიხეილ სააკაშვილის გაეროში გამოსვლას ყურადღებით მოუსმინონ.
როგორც ანდრო ბარნოვმა განაცხადა, ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესო გამოსვლა, რომელიც კი გაეროს გენერალური ასამბლეის ტრიბუნიდან ოდესმე გაჟღერებულა.
"ნიშანდობლივი იყო ის, რომ რუსეთის დელეგაციამ დარბაზი დატოვა არა მაშინ, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი რუსეთის მიერ გატარებულ პოლიტიკაზე საუბრობდა, არამედ მაშინ, როდესაც პირადად ვლადიმერ პუტინს შეხო. რუსეთის დელეგაციამ კი დარბაზიდან გასვლით პრაქტიკულად დაადასტურა მიხეილ სააკაშვილის სიტყვები", - აღნიშნა ანდრო ბარნოვმა.
გაეროს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლისას რუსეთის დელეგაციამ დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, ალექსანდრე ლუკაშევიჩის განცხადებით, რუსეთმა ამით გამოხატა, რომ მიხეილ სააკაშვილის შეფასებებს არ ეთანხმება.
"მიხეილ სააკაშვილის ფსიქიური მდგომარეობა პროფესიონალურ შეფასებას მოითხოვს. ამჯერად ეს არ იყო გამოსვლა, ეს იყო შეთხზული ნაბოდვარის ნაკრები, რომელიც არა მხოლოდ ანტირუსულ, არამედ რუსოფობიულ და ანტიმართლმადიდებლურ ხასიათს ატარებდა. ქართველი ხალხის საბედნიეროდ, ამ ადამიანის პოლიტიკური კარიერის დასასრული მოახლოვდა", - განაცხადა გაეროში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ვიტალი ჩურკინმა.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1176
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია