დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ჯაბა სამუშია საქმიანობის გაგრძელებას საკუთარი პროფესიით აპირებს, თედო კობახიძე კი სამომავლო გეგმებზე ჯერ არ საუბრობს
ავტორი:
2017/ნოემბერი/09 14:00:03
../photo/2015_02/0-00-1AAMAI-2017/samushia_da1b2.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/462039-jaba-samushia-saqmianobis-gagrdzelebas-sakuthari-profesiith-apirebs-thedo-kobakhidze-ki-samomavlo-gegmebze-jer-ar-saubrobs.html", "headline": "ჯაბა სამუშია საქმიანობის გაგრძელებას საკუთარი პროფესიით აპირებს, თედო კობახიძე კი სამომავლო გეგმებზე...", "datePublished": "2017-11-09 09:41:07", "dateModified": "2017-11-09 09:41:07", "description": "გუნდი თუ გადაწყვეტს, რომ გარკვეულ პოლიტიკურ სფეროში მოახდინოს ჩემი ჩართვა, მე ამ წინადადებას ჩემს დღ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAMAI-2017/samushia_da1b2.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } გუნდი თუ გადაწყვეტს, რომ გარკვეულ პოლიტიკურ სფეროში მოახდინოს ჩემი ჩართვა, მე ამ წინადადებას ჩემს დღის წესრიგში განვიხილავ, - ასე უპასუხა თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ჯაბა სამუშიამ მის სამომავლო პოლიტიკურ საქმიანობასთან დაკავშირებულ შეკითხვას.

როგორც ჯაბა სამუშიამ განმარტა, საკრებულოს დეპუტატის უფლებამოსილების ამოწურვის შემდეგ საქმიანობას საკუთარი პროფესიით გააგრძელებს. რაც შეეხება პოლიტიკურ საქმიანობას, სამუშიამ აღნიშნა, რომ მას ამ ეტაპზე არანაირი შეთავაზება არ მიუღია, თუმცა შეთავაზების შემთხვევაში მზად არის, წინადადება განიხილოს.

”მე არ მოვსულვარ საკრებულოში არც ცარიელ ნიადაგზე და არც აქედან წასვლის შემდეგ არ ვაპირებ უსაქმოდ ყოფნას. მე მაქვს ძალიან კარგი პროფესია - ვარ ისტორიკოსი, ვარ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი, იმავდროულად ვარ ჟურნალ ”ისტორიანის” მთავარი რედაქტორი, ახლა ვიწყებთ დიდ პროექტს, რომლის მსგავსი პოსტსაბჭოთა სივრცეში არ განხორციელებულა.
უსაქმოდ ნამდვილად არ დავრჩები. მე ჩემი საქმე ძალიან მიყვარს და ბევრი საინტერესო პროექტი მაქვს.

რაც შეეხება პოლიტიკას, თუ მექნება გარკვეული შეთავაზება პარტიის ხელმძღვანელობისგან, ბუნებრივია, ამ საკითხს ჩემს დღის წესრიგში განვიხილავ, მაგრამ ამ ეტაპზე, როდესაც შეწყდება ჩემი, როგორც საკრებულოს დეპუტატის უფლებამოსილება, ჩემი ყურადღება გადავა ჩემს პროექტებზე,” - განაცხადა ჯაბა სამუშიამ.

საკუთარ სამომავლო გეგმებზე ამ ეტაპზე არ საუბრობს საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარე თედო კობახიძე. მისი თქმით, შეთავაზება გუნდიდან ჰქონდა, თუმცა რა ტიპის წინადადება, ღიად არ საუბრობს.

”მე მქონდა პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან საუბარი, თუმცა ვისთან, ამას ჩემთვის დავიტოვებ. მქონდა საუბარი არჩევნებამდე, თუმცა რა გადაწყვეტილებას მივიღებ და სად გავაგრძელებ საქმიანობას, უახლოეს მომავალში გადავწყვეტ.
ვიქნები საჯარო სექტორში, პოლიტიკურ სივრცეში თუ ჩემი პროფესიით გავაგრძელებ მუშაობას, მოგვიანებით გაიგებთ,” - განაცხადა თედო კობახიძემ.

თბილისის ახალი, მეექვსე მოწვევის საკრებულო პირველ სხდომას 14 ნოემბერს გამართავს. მეექვსე მოწვევის საკრებულოში „ქართული ოცნების“ სხვა არა ერთ მოქმედ დეპუტატთან ერთად, არც ჯაბა სამუშია და არც თედო კობახიძე არ იქნებიან.

თბილისის მეექვსე მოწვევის საკრებულოში 4 პოლიტიკური სუბიექტი შევიდა. საკრებულოს 50 წევრიდან “ქართულ ოცნებას” 40 წევრი, ოპოზიციური პარტიას კი ჯამში 10 დეპუტატი ეყოლება.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 597
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია