დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ალექსანდრე ბარამიძე - უზენაეს სასამართლოსთან დაკავშირებით ცვლილებების მიზანია უზენაესი სასამართლოს გაძლიერება
ავტორი:
2014/მარტი/13 18:00:04
უზენაეს სასამართლოსთან დაკავშირებით ცვლილებების მიზანია უზენაესი სასამართლოს გაძლიერება, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის მოადგილე , ალექსანდრე ბარამიძემ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დაწყებამდე განუცხადა.
მისი თქმით, ამ ცვლილებების მიზანია გაძლიერდეს უზენაესი სასამართლო როგორც ინსტიტუციონალურად, ისე ცალკე მოსამართლეებით.
"ამ ცვლილებების მიზანია, ასევე ის, რომ კანონმა დაადგინოს უზენაესი სასამართლოს წევრთა რაოდენობა, რომ მოსახლეობამ მიიღოს უკეთესი ხარისხის მართლმსაჯულება. სამივე მიზანი დადებითია და გათვლილია საქართველოს მომავალზე", - განაცხადა ალექსანდრე ბარამიძემ.
იუსტიციის მინისტრის მოადგილემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ეს ცვლილებები ხელს უწყობს უზენაესი სასამართლოს გაძლიერებას.
გუშინ იუსტიციის სამინისტრომ წარმოადგინა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომელიც ახლებურად არეგულირებს საკასაციო სასჯელს, საჩივრის დასაშვებობის საფუძვლებს, ცვლილება ასევე შეეხება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა რაოდენობას.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1152
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია