დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ოთარ კახიძე - იმედია, ნიკა მელიას აბსოლუტურად სულელურ და ბრიყვულ ბრალდებას მისი კოლეგები არ იზიარებენ
ავტორი:
2017/ნოემბერი/07 15:00:02
../photo/2015_02/0-00-1DEC-2016/kaxidze.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/461686-othar-kakhidze-imedia-nika-melias-absoluturad-sulelur-da-briyvul-braldebas-misi-kolegebi-ar-iziareben.html", "headline": "ოთარ კახიძე - იმედია, ნიკა მელიას აბსოლუტურად სულელურ და ბრიყვულ ბრალდებას მისი კოლეგები არ იზიარებე...", "datePublished": "2017-11-07 10:52:14", "dateModified": "2017-11-07 10:52:14", "description": "ძალიან უცნაურია ლოგიკა, რომ თუ თავისუფლებაში ხარ, ან ციხეს თავი დააღწიე ავტომატურად გარიგებული ხარ, ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1DEC-2016/kaxidze.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ძალიან უცნაურია ლოგიკა, რომ თუ თავისუფლებაში ხარ, ან ციხეს თავი დააღწიე ავტომატურად გარიგებული ხარ, - ასე პასუხობს ”ევროპული საქართველოს” წევრი ოთარ კახიძე ”ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ნიკა მელიას განცხადებას.

ოთარ კახიძე იმედს გამოთქვამს, რომ მისი კოლეგები ”ნაციონალური მოძრაობიდან” ”ამ აბსოლუტურად სულელურ და ბრიყვულ ბრალდებას არ იზიარებენ”.

”დღეს ჩვენ უნდა ვისაუბროთ ივანიშვილის ხელისუფლებაზე, მის პოლიტიკურ დაკვეთაზე და იმ სასამართლოზე, რომელიც ივანიშვილის ხელისუფლების დაკრულზე ცეკვავს. ეს უნდა იყოს ოპოზიციის მთავარი სამიზნე. ამ შემთხვევაში ყურადღების გადატანა სხვა ოპოზიციურ პარტიებზე და შიდაოპოზიციურ გარჩევის თემად ქცევა ონიანის დაპატიმრება არის ერთი მხრივ, უპასუხისმგებლობა და მეორე მხრივ, სიბრიყვე. ხელისუფლებას ახლა აწყობს, რომ ვისაუბროთ არა ხელისუფლებაზე, არამედ ”ნაციონალურ მოძრაობა”-”ევროპული საქართველოს” დაპირისპირებაზე. ის ნამდვილად ბრალდებულია ხუთი წლის განმავლობაში. ის ციხეში არ მჯდარა და იმედია არც მოუწევს ჩაჯდომა. თუ ივანიშვილის მარწუხებს თავს დააღწევს საერთაშორისო ზეწოლიდან გამომდინარე, ან თუკი ივანიშვილს არ მოუნდება ამ პოლიტიკური ფასის გადახდა მისი დაკავებით, ეს იქნება მხოლოდ კარგი. ამ შემთხვევაში ”ევროპული საქართველო” არ წამოაძახებს, რომ რადგან თავისუფლებაშია, გარიგდა, არამედ პირიქით, ყველაფერს გააკეთებს, რომ კიდევ ერთი პოლიტიკური პატიმარი არ შეემატოს ივანიშვილის პირადი პატიმრის რიგებს. ასეთი უპასუხისმგებლო განცხადებების გაკეთების ნაცვლად ჯობია ”ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე დაკავდეს ივანიშვილის ხელისუფლებასთან ოპონირებით და მე ძალიან დიდ იმედს გამოვთქვამ, რომ მისი კოლეგები ”ნაციონალური მოძრაობიდან” ამ აბსოლუტურად სულელურ და ბრიყვულ ბრალდებას არ იზიარებენ”, - განაცხადა ოთარ კახიძემ.

”ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ დღეს განაცხადა, რომ გოგა ონიანი რომ გადასულიყო „ევროპულ საქართველოში“, ის დღეს დაკავებული არ იქნებოდა.

გოგა ონიანს სასამართლომ 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 661
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია