დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ბილ გეიტსი კვლავაც ყველაზე მდიდარია
ავტორი:
2013/სექტემბერი/17 14:04:02
ჟურნალმა Forbes-მა გამოაქვეყნდა 2013 წლის ყველაზე მდიდარი 400 ამერიკელის სია. INTERFAX.RU - ჟურნალ Forbes-ის მიხედვით, ამერიკის შეერთებული შტატების ყველაზე მდიდარი ადამიანების სიას, კვლავაც, ბილ გეიტსი უდგას სათავეში. Microsoft Corp.დამაარსებლის ქონება, გამოცემის მიხედვით, 72 მლრდ. დოლარია. მეორე ადგილზეა უორენ ბაფეტი Berkshire Hathaway მეპატრონე, რომლის ქონება 58,5 მლრდ. დოლარს შეადგენს, ხოლო მესამე ადგილი Oracle Corp.-ის თანადამაარსებელსა და გენდირექტორს ლარი ელისონს ერგო. ელისონის ქონება, Forbes-ის მიხედვით, 41 მლრდ. დოლარს შეადგენს. ტოპ ხუთეულში მოხვდენენ ძმები ჩარლზ და დევიდ კოხები, რომელთა ქონება, თითოეულის, შეადგენს 36 მლრდ. დოლარს. მე-6-დან, მე-9 ადგილები დაიკავეს Wal-Mar-ის მეპატრონეებმა, უოლტონის ოჯახის წარმომადგენლებმა და მეათე ადგილზეა ნიუ-იორკის მერი მაიკლ ბლუმბერგი, რომლის ქონება 31 მლრდ. დოლარდ არის შეფასებული. პირველ ოცეულში მოხვდა Amazon-ის მეპატრონე ჯეფ ბეზოსი 27,2 მლრდ. დოლარით, ასევე Google-ის დამაარსებელი ლარი პეიჯი 24,9 მლრდ. დოლარი. ოცეულშია ჯორჯ სოროსიც, 20 მლრდ. დოლარით. სიაში მოხვედრილთა 20 მილიარდერის ასაკი 45 წელზე ნაკლებია, ყველაზე ახალგაზრდები არიან Facebook-ის დამაარსებლები 29 წლის დასტინ მოსკოვიცი და მარკ ცუკერბერგი.  ცუკერბერგი თავის კოლეგაზე 8 დღით უფროსია. ცუკერბერგის ქონება სამჯერ აღემატება, კოლეგის ქონებას. 2013 წლის რეიტინგში, სადაც 400 უმდიდრესი ადამიანია შესული, 48 ქალია, რომელთა შორის ყველაზე მდიდარი კრისტი უოლტონია. ის მსოფლიოში უმდიდრესი ქალია. პირველად მოხვდა სიაში მილიარდერი ტრანს-სექსუალი - ჯენიფერ ნატალია პრიცკერი, რომელიც ადრე ჯეიმს პრიცკერად იყო ცნობილი. Forbes-ის რეიტინგში პრიცკერების ოჯახის 11 წარმომადგენელია შესული, რომლებიც ცნობილ სასტუმროს Hyatt-ის ქსელს აკონტროლებენ. საბჭოთა კავშირში დაბადებული ლეონიდ ბლავატნიკიც შევიდა მილიარდერი ამერიკელების სიაში, მისი ქონება 17,8 მლრდ. დოლარდ არის შეფასებული.
წყარო: news.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1033
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია