დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დავით უსუფაშვილი - ჩვენი უსაფრთხოების სისტემის ევოლუციას თუ შევხედავთ, შეცდომების დაშვების უფლება აღარ გვაქვს
ავტორი:
2017/ნოემბერი/29 23:30:02
../photo/2015_02/0-1MARTI-2015/usufashvili_aeb1a.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/465818-davith-usufashvili-chveni-usafrthkhoebis-sistemis-evolucias-thu-shevkhedavth-shecdomebis-dashvebis-ufleba-aghar-gvaqvs.html", "headline": "დავით უსუფაშვილი - ჩვენი უსაფრთხოების სისტემის ევოლუციას თუ შევხედავთ, შეცდომების დაშვების უფლება აღ...", "datePublished": "2017-11-29 19:20:24", "dateModified": "2017-11-29 19:20:24", "description": "ჩვენი სამართალდამცავი სისტემის და ზოგადად უსაფრთხოების სისტემის ევოლუციას თუ შევხედავთ, ჩვენ აღარ გვ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-1MARTI-2015/usufashvili_aeb1a.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ჩვენი სამართალდამცავი სისტემის და ზოგადად უსაფრთხოების სისტემის ევოლუციას თუ შევხედავთ, ჩვენ აღარ გვაქვს შეცდომების დაშვების უფლება, - ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ ლიდერმა დავით უსუფაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

მისი თქმით, უსაფრთხოების სფეროში დაგეგმილი ცვლილებების ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა სუს-ში კონტრდაზვერვის დეპარტამენტის გაუქმებაა.

„კანონპროექტებიდან ჩანს, რომ სუს-ში არსებული კონტრდაზვერვის დეპარტამენტი, რომელიც ქვეყანაში არსებულ მზვერავებს ავლენს, უქმდება, სახელი ყოველ შემთხვევაში. რატომ? ვიმარჩიელოთ ახლა, რაღაც ერთი სტრუქტურის გაკეთებას ხომ არ აპირებენ, სადაც მზვერავებიც, კონტრმზვერავებიც, უცხოეთში მომუშავე ხალხიც და აქაური პერსონალიც უნდა გააერთიანონ?! ამისკენ მიბიძგებს მე კანონის ჩანაწერი, რადგან კანონში წერია: „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ფუნქციები, კონტრდაზვერვის და დაზვერვის სფეროებში არის“ და გაკეთებულია ჩამონათვალი. ესეც საკმაოდ დიდი და სერიოზული პრობლემაა. ჩვენი სამართალდამცავი სისტემის. ზოგადად უსაფრთხოების სისტემის ევოლუციას თუ შევხედავთ, ჩვენ აღარ გვაქვს შეცდომების დაშვების უფლება. უსაფრთხოების სისტემების სწორად აწყობა მხოლოდ ერთი ხელისუფლების საქმე არაა“, - აღნიშნა უსუფაშვილმა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 616
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია