დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ეკა ბესელია - ამომრჩეველთა ნდობა არის პასუხისმგებლობა და მეტი მოტივაციის წინაპირობა
ავტორი:
2017/ნოემბერი/01 14:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAGVISTO/beselia2.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/460853-eka-beselia-amomrcheveltha-ndoba-aris-pasukhismgebloba-da-meti-motivaciis-tsinapiroba.html", "headline": "ეკა ბესელია - ამომრჩეველთა ნდობა არის პასუხისმგებლობა და მეტი მოტივაციის წინაპირობა", "datePublished": "2017-11-01 10:35:56", "dateModified": "2017-11-01 10:35:56", "description": "”ქართული ოცნების” დეპუტატი ეკა ბესელია ამომრჩეველს ნდობისთვის მადლობას უხდის და აცხადებს, რომ მათი ნ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAGVISTO/beselia2.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ”ქართული ოცნების” დეპუტატი ეკა ბესელია ამომრჩეველს ნდობისთვის მადლობას უხდის და აცხადებს, რომ მათი ნდობა არის პასუხისმგებლობა და მეტი მოტივაციის წინაპირობა.

ბესელიას შეფასებით, 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იყო ტესტი და ამ არჩევნებით ბევრ რამეს გაეცა პასუხი.

შესაბამისი განაცხადება ”ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააკეთა.

”ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები თავისი შინაარსითა და სპეციფიკით არის განსაკუთრებული. განსაკუთრებულია თავისი მრავალფეროვნებით. 2013 წლიდან ეს არის მეოთხე არჩევნები, რომელსაც ჩვენ ვატარებთ. განსაკუთრებით ვაკვირდებოდით შეფასებებს, რომელსაც საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები აკეთებდნენ. ამ არჩევნებისთვის მართლა რეკორდული რაოდენობის დამკვირვებელი ინდივიდუალურ თუ კოლექტიური დელეგაციის ფორმატში გამოხატავდა მოსაზრებებს. დასკვნები ერთმნიშვნელოვანია - ეს არჩევნები სტანდარტით, ორგანიზაციული თვალსაზრისით, საკანონმდებლო მოწესრიგების კუთხით ყველა წინა არჩევნებთან შედარებით შეფასდა, როგორც უკეთესი, უფრო პროგრესული, უფრო მაღალი სტანდარტის”, - განაცხადა ეკა ბესელიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 621
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია