დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ირაკლი კობახიძე - ჩვენ დიდად ვაფასებთ ამერიკის წვლილს ჩვენი სახელმწიფოებრიობის გაძლიერებაში და ბატონ ელჩის პირად წვლილს ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობის განმტკიცებაში
ავტორი:
2018/მარტი/19 23:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAAMART/kobaxidze2_79833.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/483840-irakli-kobakhidze-chven-didad-vafasebth-amerikis-tsvlils-chveni-sakhelmtsifoebriobis-gadzlierebashi-da-baton-elchis-pirad-tsvlils-chvens-qveynebs-shoris-urthierthobis-ganmtkicebashi.html", "headline": "ირაკლი კობახიძე - ჩვენ დიდად ვაფასებთ ამერიკის წვლილს ჩვენი სახელმწიფოებრიობის გაძლიერებაში და ბატონ...", "datePublished": "2018-03-19 19:19:15", "dateModified": "2018-03-19 19:19:15", "description": "მისი ელჩობის პერიოდი კიდევ ერთი გამორჩეული ისტორიული ეტაპი იყო საქართველო-ამერიკის ურთიერთობის გაღრმ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAMART/kobaxidze2_79833.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } მისი ელჩობის პერიოდი კიდევ ერთი გამორჩეული ისტორიული ეტაპი იყო საქართველო-ამერიკის ურთიერთობის გაღრმავების მხრივ და ჩვენ დიდად ვაფასებთ ამერიკის წვლილს ჩვენი სახელმწიფოებრიობის გაძლიერებაში და ასევე დიდად ვაფასებთ ბატონ ელჩის პირად წვლილს ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობის გამტკიცებაში, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, იან კელის საქმიანობის ვადის ამოწურვასთან დაკავშირებით გამართულ გამოსამშვიდობებელ მიღებაზე განაცხადა.
პარლამენტის თავმჯდომარემ ორი ქვეყნის თანამშრომლობისა და ურთიერთობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და იან კელის გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

„მოხარული ვარ, რომ მაქვს პატივი, მადლობა გადავუხადო ბატონ ელჩს მის მიერ გაწეული სამუშაოსათვის მისი ოთხწლიანი მისიის განმავლობაში საქართველოში. მე ვიტყოდი, რომ მისი ელჩობის პერიოდი კიდევ ერთი გამორჩეული ისტორიული ეტაპი იყო საქართველო-ამერიკის ურთიერთობის გაღრმავების მხრივ და ჩვენ დიდად ვაფასებთ ამერიკის წვლილს ჩვენი სახელმწიფოებრიობის გაძლიერებაში და ასევე დიდად ვაფასებთ ბატონ ელჩის პირად წვლილს ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობის გამტკიცებაში.

მე ბევრს არ ვისაუბრებ საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობისა და თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, მხოლოდ ვიტყვი, რომ ჩვენი ქვეყნისთვის არსებითი მნიშვნელობისაა, რომ ჰყავს ასეთი ძლიერი მხარდამჭერი, რადგან ამ მხარდაჭერის გარეშე, ჩვენთვის ძალიან რთული იქნებოდა ძლიერი სახელმწიფოს შენარჩუნება და კიდევ ერთხელ, უდიდეს მადლიერებას გამოვხატავთ ამერიკის მიერ გაწეული მხარდაჭერისთვის“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძემ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

„დიდ მადლობას მოვახსენებთ ბატონ ელჩს, რამეთუ იგი ჭეშმარიტად შესანიშნავი წარმომადგენელი იყო თავის ქვეყნის, ამერიკის შეერთებული შტატების და შესანიშნავი ელჩი იყო საქართველოსთვის და მე გული მწყდება, რომ იგი ტოვებს ჩვენს ქვეყანას, მაგრამ მას საქართველოში უამრავი მეგობარი ჰყავს. იგი საქართველოს ერთგული მეგობარია და ჩვენ მადლიერი ვართ მისი ქართველი ხალხისა და საქართველოსადმი გულთბილი დამოკიდებულებისთვის. მე მსურს ბატონ ელჩს წარმატება ვუსურვო მის მომავალ საქმიანობაში ჩიკაგოში და კიდევ ერთხელ გადავუხადო მას მადლობა“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი მიესალმა დამსწრე საზოგადოებას და საქართველოსთან მეგობრობისათვის, თანამშრომლობისათვის, მასპინძლობისათვის და გულთბილი მიღებისთვის მადლობა გადაუხადა. „მე ჩემს საქართველოში ყოფნის დროსა და მისიას ერთ ფრაზაში ჩავატევდი: თქვენი გააკეთეთ სუვერენული არჩევანი, გახდეთ დასავლური სამყაროს წევრი და მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ბედი დაკავშირებულია დასავლურ სამყაროსთან“, - განაცხადა იან კელიმ. მან საქართველოსა და ქართველ ხალხს კეთილდღეობა, მშვიდობა და განვითარება უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველო ამ კურსს შეინარჩუნებს და მტკიცედ იდგება საკუთარი სუვერენიტეტის სადარაჯოზე.
მიღებას საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები და სამოქალაქო სექტორისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.





წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 516
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია