დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მაია ფანჯიკიძე ავსტრიას ეწვევა
ავტორი:
2013/ოქტომბერი/07 13:00:02
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაია ფანჯიკიძე 9-10 ოქტომბერს, ოფიციალური ვიზიტით, ავსტრიის რესპუბლიკას ეწვევა.
როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, დავით ზალკალიანმა ორშაბათის ტრადიციულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ვიზიტისას ფანჯიკიძე ეუთო-ს გენერალურ მდივანს, ლამბერტო ძანიერის შეხვდება; დაგეგმილია მინისტრის სიტყვით გამოსვლა ეუთო-ს მუდმივი საბჭოს შეხვედრაზე. საგარეო საქმეთა მინისტრი ეუთო-ს მონაწილე ქვეყნების ელჩებს მიაწვდის დეტალურ ინფორმაციას საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ, უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული მდგომარეობის შესახებ და კიდევ ერთხელ მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას ადექვატური შეფასება მისცენ რუსეთის უკანონო ქმედებებს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში.
ზალკალიანის განცხადებით, მაია ფანჯიკიძე ასევე ყურადღებას გაამახვილებს თავის გამოსვლაში საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით არსებულ პროგრესზე, ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებზე, დემოკრატიული პროცესებზე და ოქტომბერში დაგეგმილ არჩევნებზე.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1198
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია