დაისვენე კურორტ ახალდაბაში
"ნაციონალური მოძრაობა" - პროკურატურა სააკაშვილის წინააღმდეგ დოკუმენტების ფაბრიკაციით არის დაკავებული
ავტორი:
2014/აგვისტო/16 16:30:01
"ნაციონალური მოძრაობა" პროკურატურის მიერ ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქმეში არსებული დოკუმენტაციის გასაჯაროებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
"საქართველოს მთავარი პროკურატურა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებზე პოლიტიკურ დევნას განაგრძობს. ბოლო პერიოდის განმავლობაში, პროკურატურა სააკაშვილის წინააღმდეგ დოკუმენტების ფაბრიკაციით არის დაკავებული. დღეს ჩვენ პროკურატურის განცხადების სახით, ამ ყველაფრის კიდევ ერთი დადასტურება ვიხილეთ", - ნათქვამია "ნაციონალური მოძრაობის" განცხადებაში.
მათივე განმარტებით, "ბიძინა ივანიშვილის პროკურატურის სანდოობის ხარისხი ნოლს უტოლდება".
მთავარი პროკურატურა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის კოსმეტიკური პროცედურების ხარჯების ამსახველ დოკუმენტებს ასაჯაროებს.
როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, გამოძიების მასალებიდან დგინდება რომ 2009 – 2012 წლებში მიხეილ სააკაშვილისა და მისი ახლობლების კოსმეტიკურ პროცედურებში დაიხარჯა 673 260 ლარი, აქედან უშუალოდ მიხეილ სააკაშვილის პროცედურებზე 399 495 ლარი.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1090
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია